წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

როგორია ღმერთი?

ღმერთი უხილავი, სულიერი პიროვნებაა. მან შექმნა ზეცა, დედამიწა და ყველანაირი ცოცხალი ქმნილება. თავად ღმერთი კი არავის შეუქმნია. მას დასაბამი არა აქვს (ფსალმუნი 90:2). ღმერთს სურს, რომ ადამიანები ეძებდნენ მას და მის შესახებ სიმართლე იცოდნენ (წაიკითხეთ საქმეების 17:24—27).

ღმერთი არის პიროვნება, რომელსაც სახელი აქვს. ღვთის ზოგიერთი თვისების გაგება შეგვიძლია მისივე შემოქმედებიდან (რომაელები 1:20). თუმცა მის უკეთ გასაცნობად აუცილებელია მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლა. ბიბლია გვაცნობს ღმერთს თავისი შესანიშნავი თვისებებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:7—10).

როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს უსამართლობაზე?

ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას, სძულს უსამართლობა. მან ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა (კანონი 25:16). ამიტომ, უმეტეს ჩვენგანს სძულს უსამართლობა. უსამართლობას, რომელსაც ირგვლივ ვხედავთ, ღმერთი არ იწვევს. მან ადამიანებს არჩევნის თავისუფლება უბოძა. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ამ ძღვენს ბოროტად იყენებენ და უსამართლობას სჩადიან, რაც იეჰოვას გულს სტკენს (წაიკითხეთ დაბადების 6:5, 6; კანონის 32:4, 5).

იეჰოვას უყვარს სამართლიანობა და მუდამ არ მოითმენს უსამართლობას (ფსალმუნი 37:28, 29). ბიბლია გვპირდება, რომ მალე ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უსამართლობას (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:7—9, 13).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მალე დაამყარებს სამართლიანობას

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.