არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2014

 საუბრები ბიბლიურ თემებზე

რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ­ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ­ტანჯვას?

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად მარინა, ესაუბრება ერთ ქალს, სოფოს.

რას გრძნობს ღმერთი, როდესაც ჩვენს ტანჯვას ხედავს?

მარინა: გამარჯობა სოფო. მიხარია, რომ სახლში დამხვდით.

სოფო: მეც მიხარია თქვენი ნახვა.

მარინა: წინა შეხვედრისას ვისაუბრეთ, თუ რას გრძნობს ღმერთი, როდესაც ჩვენს ტანჯვას ხედავს. * თქვენ მაშინ თქვით, რომ ეს საკითხი დიდი ხანია გაინტერესებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედათქვენი ავარიაში მოჰყვა. ჰო მართლა, როგორ არის დედათქვენი?

სოფო: ხან კარგად არის, ხან ცუდად. დღეს არაუშავს.

მარინა: სასიამოვნოა ამის მოსმენა. ნამდვილად არ იქნება ადვილი ამ სიტუაციაში დადებითი განწყობის შენარჩუნება.

სოფო: მართალია. ზოგჯერ ვფიქრობ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მისი ტანჯვა.

მარინა: ბუნებრივია, რომ ასე ფიქრობთ. ალბათ გახსოვთ, წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დღეს ვისაუბრებდით იმაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, მაშინ როცა აქვს ძალა, ბოლო მოუღოს მას.

სოფო: დიახ, მახსოვს.

მარინა: სანამ ამ კითხვას ბიბლიიდან ვუპასუხებთ, მოდი, გავიხსენოთ, რამდენიმე აზრი, რაზეც წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ.

სოფო: კარგით.

მარინა: მაშინ ვთქვით, რომ ძველად ღვთის ერთ ერთგულ მამაკაცსაც აინტერესებდა, თუ რატომ უშვებდა ღმერთი ტანჯვას. მაგრამ ამ კითხვისთვის მას ღმერთი არ გაწყრომია და არც ის უთქვამს, რომ რწმენა აკლდა.

სოფო: ეს მართლაც ახალი აზრი იყო ჩემთვის.

მარინა: ისიც გავიგეთ, რომ იეჰოვას გული სტკივა, როცა ჩვენს ტანჯვას ხედავს. მაგალითად, ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვასთვის თავისი ხალხის გასაჭირი „მისი გასაჭირი იყო“. * განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ღმერთი თანაგვიგრძნობს გასაჭირში?

სოფო: ნამდვილად ასეა.

მარინა: ბოლოს, იმაზეც ვისაუბრეთ, რომ რადგან ღმერთი უდიდეს ძალას ფლობს, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ბოლო მოუღოს ტანჯვას.

სოფო: ეს უკვე აღარ მესმის. თუ ამხელა ძალა აქვს, რატომ არაფერს იღონებს?

ვინ იყო მართალი?

მარინა: პასუხის მისაღებად მივმართოთ ბიბლიის პირველ წიგნს, „დაბადებას“. გსმენიათ ადამსა და ევაზე და აკრძალულ ხილზე?

სოფო: დიახ, მსმენია. ღმერთმა მათ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა, მაგრამ მათ არ მოუსმინეს და მაინც შეჭამეს.

მარინა: დიახ, ასე იყო. მოდი, ახლა ყურადღება იმ მოვლენებზე გავამახვილოთ, რამაც ადამი და  ევა ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა. ამის ცოდნა დაგვეხმარება პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რატომ ვიტანჯებით. ხომ არ წაიკითხავდით დაბადების მე-3 თავის 1-დან მე-5 მუხლის ჩათვლით.

სოფო: რა თქმა უნდა. «გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“. ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“».

მარინა: მადლობა. მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ ამ მუხლებზე. დაუკვირდით, ევას გველი ელაპარაკა. ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ სინამდვილეში ევას სატანა ეშმაკი დაელაპარაკა გველის მეშვეობით. * სატანამ ევას ჰკითხა, რა უთხრა ღმერთმა აკრძალულ ხესთან დაკავშირებით. მიაქციეთ ყურადღება, რა სასჯელს დაიტეხდნენ თავს ადამი და ევა, თუ შეჭამდნენ აკრძალულ ნაყოფს?

სოფო: მოკვდებოდნენ.

მარინა: მართალია. შემდეგი სიტყვებით: „არ მოკვდებით“, სატანამ ღმერთს ცილი დასწამა და ამგვარად, ღმერთი მატყუარა გამოიყვანა.

სოფო: ეს აზრი არასდროს მომისმენია.

მარინა: როდესაც სატანამ ღმერთი მატყუარა გამოიყვანა, წამოიჭრა საკამათო საკითხი, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდებოდა. იცით, რატომ?

სოფო: არა, არ ვიცი.

მარინა: მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც თქვენთან მოვდივარ და გეუბნებით, რომ ფიზიკურად თქვენზე ძლიერი ვარ. როგორ დამიმტკიცებთ, რომ ვცდები?

სოფო: გამოცდას მოგიწყობდით.

მარინა: დიახ. ალბათ, რამე მძიმე საგანს ავარჩევდით და დავინახავდით, რომელი ჩვენგანი შეძლებდა მის აწევას. სინამდვილეში, ამის დადგენა არც ისე რთულია.

სოფო: ვხვდები, რასაც გულისხმობთ.

მარინა: მაგრამ, როგორ იქნებოდა საქმე, თუ გეტყოდით, რომ მე თქვენზე პატიოსანი ვარ? აქ ცოტა რთულად არის საქმე, არა?

სოფო: ჰო, მეც ასე ვფიქრობ.

მარინა: პატიოსნებას ასეთი უბრალო გამოცდით ვერ შევამოწმებდით.

სოფო: ნამდვილად ასეა.

მარინა: ამის გასარკვევად დროა საჭირო. სხვები უნდა დაგვაკვირდნენ და დაინახონ სინამდვილეში, რომელი ჩვენგანია უფრო პატიოსანი.

სოფო: ლოგიკურია.

მარინა: მოდი, ისევ „დაბადების“ წიგნში ჩაწერილ მოვლენას დავუბრუნდეთ. ამტკიცებდა სატანა იმას, რომ ღმერთზე ძლიერი იყო?

სოფო: არა.

მარინა: ეს, რომ ასე ყოფილიყო, სატანის სიცრუეს ღმერთი მალე გამოააშკარავებდა. მაგრამ სატანა ამტკიცებდა, რომ ღმერთზე უფრო პატიოსანი იყო. ფაქტობრივად, მან ევას უთხრა: „ღმერთი გატყუებთ, მე კი სიმართლეს გეუბნებით“.

სოფო: საინტერესოა.

მარინა: ბრძენმა ღმერთმა იცოდა, რომ საუკეთესო გზა ამის დასამტკიცებლად დრო იყო. დროის გასვლის შემდეგ საბოლოოდ დამტკიცდებოდა, ვინ ამბობდა სიმართლეს და ვინ — სიცრუეს.

მნიშვნელოვანი საკითხი

სოფო: მაგრამ ევას სიკვდილით, განა არ დამტკიცდა, რომ ღმერთი მართალი იყო?

მარინა: გარკვეულწილად კი. მაგრამ სატანა უფრო მეტს გულისხმობდა. მოდი კვლავ გადავხედოთ მე-5 მუხლს. კიდევ რა უთხრა სატანამ ევას?

სოფო: მან უთხრა, რომ თუ შეჭამდა აკრძალულ ნაყოფს, თვალები აეხილებოდა.

 მარინა: დიახ, და ის გახდებოდა „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე“. ანუ სატანის თქმით, ღმერთი ადამიანებს რაღაც კარგს უმალავდა.

სოფო: გასაგებია.

მარინა: ესეც არანაკლებ სერიოზული საკითხი იყო.

სოფო: რას გულისხმობთ?

მარინა: ამ სიტყვებში სატანა გულისხმობდა, რომ ევა, და მასთან ერთად ყველა ადამიანი, ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე უკეთესად იცხოვრებდა. იეჰოვამ იცოდა, რომ ამ შემთხვევაშიც საუკეთესო გზა სატანისთვის დროის მიცემა იქნებოდა, რათა მას დაემტკიცებინა, მართალი იყო თუ არა. ამიტომ ღმერთმა სატანას მისცა უფლება, ქვეყნიერებაზე დროებით ემმართველა. და რადგანაც მსოფლიოს სატანა მართავს და არა ღმერთი, სწორედ ამიტომ ხდება ამდენი უბედურება. * მაგრამ არის სასიხარულო ამბავიც.

სოფო: რა ამბავი?

მარინა: ბიბლიიდან ვიგებთ ორ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ღმერთზე. პირველი, იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ტანჯვა. ვნახოთ, რას ამბობს მეფე დავითი ფსალმუნის 31:7-ში. დავითმა ცხოვრებაში მრავალი ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რას ეუბნება ღმერთს ლოცვაში. ხომ არ წაიკითხავდით ამ მუხლს?

სოფო: კეთილი. „გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით, რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს“.

მარინა: მიუხედავად იმისა, რომ დავითი იტანჯებოდა, მას შვებას გვრიდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავდა. თქვენც განუგეშებთ იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს, თუნდაც ჩვენს ემოციურ ტკივილს, რაც სხვებს ბოლომდე არ ესმით?

სოფო: რა თქმა უნდა.

მარინა: მეორე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ის არის, რომ ღმერთი მარადიულად არ დაუშვებს ჩვენს ტანჯვას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის მალე ბოლოს მოუღებს სატანის ბოროტ მმართველობას. ღმერთი აანაზღაურებს სატანის მიერ მიყენებულ ყველანაირ ზარალს, მათ შორის იმ ზარალსაც, რაც თქვენ და დედათქვენმა განიცადეთ. შეიძლება მომდევნო კვირას გამოგიაროთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ღმერთი მალე მოუღებს ბოლოს უსამართლობას? *

სოფო: კარგი, დაგელოდებით.

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 7 იხილეთ 2013 წლის 1 ივლისის ჟურნალის რუბრიკა „საუბრები ბიბლიურ თემებზე“, თემა „სულერთია ღმერთისთვის ჩვენ რომ ვიტანჯებით?“. აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე www.jw.org

^ აბზ. 61 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.jw.org