წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2014

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ხდებოდა ტაძრის შესაწირავების გაღება იესოს დროს?

ტაძრის საგანძური ქალთა ეზოში მდებარეობდა. ერთ წიგნში ნათქვამია: „ყველაფერი ხდებოდა ერთი უბრალო კოლონადის გარშემო, მის შიგნით კედლის მოპირდაპირე მხარეს იდგა ცამეტი ფულის ჩასაყრელი, [რაშიც] შესაწირავებს ყრიდნენ“ (The Temple—Its Ministry and Services).

ფულის ჩასაყრელებს საყვირებსაც უწოდებდნენ ვიწრო ყელისა და განიერი ფსკერის გამო. თითოეულ ჩასაყრელს ეწერა, თუ რომელი შესაწირავისთვის იყო განკუთვნილი და იქ შეგროვილი თანხა კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებოდა. ერთხელ იესო ქალთა ეზოში იმყოფებოდა და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი, მათ შორის გაჭირვებული ქვრივი, ფულს ფულის ჩასაყრელში (ლუკა 21:1, 2).

ორი ჩასაყრელიდან ერთი განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის ტაძრის გადასახადებისთვის, მეორე კი — გასული წლის. მე-3-დან მე-7-ს ჩათვლით ფულის ჩასაყრელში გროვდებოდა თანხა გვრიტების, მტრედების, შეშის, საკმევლისა და ოქროს სასმისების შესაძენად. თუ შემწირველი საჭიროზე მეტ თანხას გაიღებდა, მორჩენილ ფულს ამ მიზნისთვის განკუთვნილ რომელიმე ჩასაყრელში ყრიდა. მერვე ჩასაყრელში ყრიდნენ ცოდვის შესაწირავის ყიდვის შემდეგ მორჩენილ თანხას. მე-9-დან მე-12-ს ჩათვლით ფულის ჩასაყრელში იყრებოდა ის თანხა, რომელიც მორჩებოდათ დანაშაულის შესაწირავიდან, შესაწირავად ნაყიდი ფრინველებიდან, ნაზირებისა და განწმენდილი კეთროვნების მიერ გაღებული შესაწირავებიდან. მე-13 ჩასაყრელი ნებაყოფლობითი შესაწირავებისთვის იყო განკუთვნილი.

რამდენად იცავდა სიზუსტეს ბიბლიის დამწერი ლუკა?

ლუკამ დაწერა მოციქულთა საქმეები და სახარება, რომელიც მის სახელს ატარებს. მან თქვა, რომ ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია, მაგრამ ზოგი სწავლული ეჭვქვეშ აყენებს მისი ჩანაწერების სიზუსტეს (ლუკა 1:3). რამდენად ზუსტად გააკეთა ლუკამ თავისი ჩანაწერები?

ლუკას მოჰყავს ისეთი ისტორიული ფაქტები, რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელია. ორიგინალში ლუკა ზუსტად აღწერს რომაელი ხელისუფლების წარმომადგენლების ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ ტიტულს. მაგალითად, ის მოიხსენიებს ფილიპელ სახელმწიფო მოხელეებს, თესალონიკელ ქალაქის გამგებლებს, ეფესოში კი ზეიმებისა და თამაშების ორგანიზატორებს (საქმეები 16:20, 17:6; 19:31). ლუკა ჰეროდე ანტიპას გამგებელს უწოდებს, სერგიუს პავლუსს კი — კვიპროსის პროკონსულს (საქმეები 13:1, 7).

ის, რომ ლუკა ზუსტად ასახელებს ტიტულებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც რომის იმპერიამ საზღვრები შეიცვალა, შეიცვალა გამგებლების ტიტულებიც. მიუხედავად ამისა, არაერთხელ დამტკიცდა, რომ საქმეებში აღწერილი განმარტებები არ სცდება დროს და ადგილს“, — აღნიშნავს ბიბლეისტი ბრუს მეცგერი. მკვლევარმა უილიამ რემსეიმ ლუკას „საუკეთესო ისტორიკოსი“ უწოდა.