წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2013

 ასწავლეთ შვილებს

ვინ არის იესო ქრისტე დღეს?

ვინ არის იესო ქრისტე დღეს?

დეკემბერ-იანვარში თითქმის ყველგან ბაგაში მწოლიარე პატარა იესოს სურათებსა და გამოსახულებებს დაინახავ (ბაგაში, ჩვეულებრივ, საქონლისთვის საკვებს ყრიან). მაგრამ ჩვენს წარმოდგენაში იესო ჩვილ ბავშვად უნდა დარჩეს?  * მოდი, ვისაუბროთ იმაზე, როგორი უნდა იყოს იესო ჩვენს წარმოდგენაში. ამისათვის ჯერ გავიგოთ, რა შეემთხვათ მწყემსებს, როცა ერთ ღამეს ბეთლემთან ახლოს ცხვარს მწყემსავდნენ.

მოულოდნელად მწყემსებს ანგელოზი გამოეცხადა. მან მწყემსებს უთხრა: „დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“. ანგელოზმა მათ ისიც უთხრა, რომ იესოს „სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს“ იპოვიდნენ. უეცრად სხვა ანგელოზებიც გამოჩნდნენ და ღვთის განდიდება დაიწყეს.

რას იგრძნობდი, შენც რომ იქ ყოფილიყავი და მოგესმინა, როგორ ადიდებდნენ ანგელოზები ღმერთს? ~ მწყემსები გახარებულები იყვნენ. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „მოდი პირდაპირ ბეთლემში წავიდეთ და ვნახოთ, რაც იეჰოვამ გვამცნო“. ბეთლემში მათ „ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ“.

მალე მარიამთან და იოსებთან სხვებიც მივიდნენ. მწყემსები აღფრთოვანებით უყვებოდნენ მათ ყველაფერს, რაც გადახდათ და ისინიც გაოცებული უსმენდნენ. შენც ხომ გაგიხარდა ამ ამბის გაგება? ~ ყველა, ვისაც ღმერთი უყვარს, გაახარა ამ ამბავმა. ახლა ვნახოთ, რატომ იყო იესოს დაბადება ასეთი სასიხარულო. ეს რომ გავიგოთ, ჯერ გავიხსენოთ, რა მოხდა, სანამ მარიამი გათხოვდებოდა.

ერთხელ ანგელოზი გაბრიელი მარიამთან მივიდა და უთხრა, რომ ეყოლებოდა ბავშვი, რომელსაც უზენაესის ძე დაერქმეოდა. ის მეფე გახდებოდა და მის სამეფოს ბოლო არ ექნებოდა.

მარიამმა ანგელოზს ჰკითხა, როგორ მოხდებოდა ეს, მაშინ როცა გათხოვილი არ იყო. გაბრიელმა უპასუხა:  „უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“. ღმერთმა უდიდესი სასწაული მოახდინა — თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან მარიამის მუცელში გადაიტანა.

გინახავს სურათებში მწყემსებთან ერთად ჩვილ იესოსთან მისული „სამი მოგვი“? ~ შობა-ახალ წელს ასეთ სურათებს ხშირად ნახავ. მაგრამ ამ სურათებზე ყველაფერი სწორად არ არის ასახული. სინამდვილეში, მოგვები ასტროლოგები იყვნენ. ღმერთი კი არ იწონებს ასტროლოგიას. ვნახოთ, რა წერია ბიბლიაში იმაზე, თუ სად იპოვეს მათ იესო: „როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“. ასე რომ, იესო უკვე ბაგაში მწოლიარე ჩვილი არ იყო. ის იოსებთან და მარიამთან ერთად სახლში ცხოვრობდა.

როგორ იპოვეს ასტროლოგებმა იესო? ~ მათ „ვარსკვლავი“ მიუძღოდა. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ბეთლემში მიეყვანა, ვარსკვლავმა ისინი ჯერ იერუსალიმში მეფე ჰეროდესთან მიიყვანა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდოდა. როგორ ფიქრობ, ვინ გამოაჩინა „ვარსკვლავი“, რომელმაც ასტროლოგები ჰეროდესთან მიიყვანა? ~ ამას იეჰოვა ღმერთი არ გააკეთებდა. ეს გააკეთა მისმა მტერმა, სატანა ეშმაკმა.

დღეს სატანა ცდილობს, ხალხს დააჯეროს, რომ იესო უმწეო ჩვილია. მაგრამ ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: „ის მარადიულად იმეფებს . . . მის სამეფოს ბოლო არ ექნება“. დღეს იესო ზეცაში მეფობს და მალე ღვთის ყველა მტერს გაანადგურებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს იესო ჩვენს წარმოდგენაში და ამის შესახებ სხვებსაც უნდა ვესაუბროთ.

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

გაიგეთ მეტი

ვინ არის იესო ქრისტე?

გაიგეთ, რა განსაკუთრებული როლი დააკისრა ღმერთმა იესოს, სად იყო დედამიწაზე მოსვლამდე და რატომ ეწოდება მას ღვთის მხოლოდშობილი ძე.

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?