წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2013

 დაუახლოვდით ღმერთს

„აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“

„აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“

გსურთ, გქონდეთ კარგი ჯანმრთელობა და დიდხანს იცოცხლოთ თქვენს ოჯახთან ერთად? გინდათ, იცხოვროთ მსოფლიოში, სადაც აღარ იქნება ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი? ასეთი ცხოვრება ფანტაზიის ნაყოფი როდია. სამართლიანი ახალი ქვეყნიერება მალე რეალობად იქცევა, რადგან ეს იეჰოვა ღმერთის განზრახვაა. ვნახოთ, როგორ არის აღწერილი ამ დაპირების შესრულება გამოცხადების  21:3—5-ში (წაიკითხეთ).

[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 21:4). რა ცრემლებზეა საუბარი? აქ არ არის საუბარი არც სიხარულის ცრემლებზე და არც იმ ცრემლებზე, რომლებიც ანოტივებს თვალს და იცავს გაშრობისგან. ღვთის დაპირება ეხება ტანჯვითა და ტკივილით გამოწვეულ ცრემლებს. ღმერთი იმ გაგებით მოგვწმენდს მათ, რომ საბოლოოდ მოსპობს არასასურველი ცრემლების გამომწვევ მიზეზებს — ტანჯვასა და ტკივილს.

„აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). რა იწვევს ყველაზე მეტად ცრემლებს თუ არა ჩვენი მტერი, სიკვდილი? იეჰოვა ერთგულ ადამიანებს გაათავისუფლებს სიკვდილის ტყვეობისგან, როდესაც აღმოფხვრის მის გამომწვევ მიზეზს — ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვას (რომაელები 5:12). იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვა გაასრულყოფილებს მორჩილ ადამიანებს. * შემდეგ უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, „ბოლო მოეღება“ (1 კორინთელები 15:26). ღვთის დაპირებისამებრ ერთგულ ადამიანებს ექნებათ სრულყოფილი ჯანმრთელობა და ისინი მარადიულად იცხოვრებენ.

„აღარ იქნება . . . ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). რა ტკივილზეა საუბარი? ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგად გამოწვეულ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მილიონობით ადამიანს სიცოცხლეს უმწარებს.

ცხოვრება ცრემლების, სიკვდილისა და ტკივილის გარეშე მალე რეალობად იქცევა. მაგრამ ალბათ გაინტერესებთ, სად იქნება ასეთი ცხოვრება? ხომ არ ეხება ღვთის დაპირება ზეცაში ცხოვრებას? რა თქმა უნდა, არა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ღვთის დაპირება ასეთი სიტყვებით იწყება: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა“, ადამიანები კი დედამიწაზე ცხოვრობენ (გამოცხადება 21:3). გარდა ამისა, ღვთის დაპირების თანახმად, „აღარ იქნება სიკვდილი“. ზეცაში სიკვდილი არასდროს არსებობდა, მაგრამ დედამიწაზე ის უხსოვარი დროიდან არსებობს. აშკარაა, რომ ღვთის დაპირება უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით დედამიწაზე შესრულდება.

ღმერთი მოგვწმენდს თვალებიდან ტანჯვითა და მწუხარებით გამოწვეულ ცრემლებს

იეჰოვას უნდა, გვჯეროდეს მისი დაპირება, რომელიც სამართლიან ახალ ქვეყნიერებას ეხება. მას შემდეგ, რაც ღმერთმა თქვა, თუ რა კურთხევები ელის ადამიანებს მომავალში, თავისი დაპირება შემდეგი სიტყვებით განამტკიცა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს . . . ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“ (გამოცხადება 21:5). გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ შეუერთდეთ თქვენ და თქვენი ახლობლები ღვთის ბედნიერ თაყვანისმცემლებს, რომლებიც იხილავენ ღვთის დიდებული დაპირების შესრულებას.

დეკემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

1 პეტრე 1-5; 2 პეტრე 1-3; 1 იოანე 1-5; 2 იოანე 1-13; 3 იოანე 1-14; იუდა 1-25გამოცხადება 1-22

^ აბზ. 5 ქრისტეს მიერ გაღებულ გამოსასყიდთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.