არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2013

 მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე

ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ

ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ

ერთხელ იესო იერუსალიმში ხალხს თავის მამაზე, იეჰოვაზე ესაუბრებოდა და ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს (იოანე 8:12—30). მისი ნათქვამიდან გავიგებთ, როგორ გამოვიკვლიოთ ღმერთზე დღეს გავრცელებული შეხედულებები. იესომ თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).

ფრაზით „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“ იესომ მიანიშნა, რომ ღვთის სიტყვა იქნებოდა იმის განმსაზღვრელი, არის თუ არა ჭეშმარიტი ესა თუ ის რელიგიური სწავლება. როდესაც ღმერთზე რაღაც მოსაზრებას ისმენთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეესაბამება ეს მოსაზრება იესოს სიტყვებს და საერთოდ ბიბლიას? მიჰბაძეთ მათ, რომლებიც პავლეს ქადაგების შემდეგ „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

ამ სერიის პირველ სტატიაში მოხსენიებულმა მარკომ, როზამ და რეიმონდმა გულდასმით გამოიკვლიეს თავიანთი რწმენა, როცა იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ ბიბლიას. ვნახოთ, რას ამბობენ ისინი:

მარკო: „ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ დასმულ ყველა  კითხვას ჩვენი ბიბლიის მასწავლებელი ბიბლიიდან პასუხობდა. ღვთისადმი ჩვენი სიყვარული გაიზარდა და მე და ჩემი ცოლიც ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით“.

როზა: „თავიდან ვფიქრობდი, რომ ბიბლია უბრალოდ ფილოსოფიური წიგნი იყო, რომელშიც ღმერთი ადამიანის თვალით იყო წარმოსახული. მაგრამ თანდათანობით ჩემს კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან მივიღე. დღეს იეჰოვა ჩემთვის რეალური პიროვნებაა, რომელსაც შემიძლია ვენდო“.

რეიმონდი: „ღმერთს ლოცვით მივმართავდი, რომ მასზე უფრო მეტი გამეგო. მალე მე და ჩემმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. როგორც იქნა, ვიპოვეთ ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთზე. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, სინამდვილეში როგორი იყო ღმერთი“.

ბიბლია არა მხოლოდ ღმერთზე გავრცელებულ სიცრუეს აქარწყლებს, არამედ მის შესანიშნავ თვისებებზეც საუბრობს. ბიბლია ღვთის შთაგონებული სიტყვაა. ის გვეხმარება, „ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა“ (1 კორინთელები 2:12). კარგი იქნება, თუ თქვენც გამოიკვლევთ ბიბლიურ პასუხებს ღმერთთან, მის განზრახვასა და მომავალთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე. ზოგ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე www.jw.org (ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე). აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა იმავე ვებ-გვერდზე ან მიმართოთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს. გვჯერა, რომ თუ ასე მოიქცევით, ღმერთს უკეთ გაიცნობთ და ადვილად შეიყვარებთ.