წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2013

 მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე

რატომ უჭირს ზოგს ღმერთის შეყვარება?

რატომ უჭირს ზოგს ღმერთის შეყვარება?

«„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება» (იესო ქრისტე, ახ. წ. 33). *

ზოგისთვის რთულია ღმერთის შეყვარება. მათთვის ღმერთი მიუწვდომელი და სასტიკია. აი, რას ამბობენ ისინი . . .

  • „როცა მიჭირდა, ღმერთს ლოცვით მივმართავდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, რომ ის მიუწვდომელი იყო. ჩემთვის ღმერთი რაღაც აბსტრაქტული, გრძნობებს მოკლებული იყო“ (მარკო, იტალია).

  • „გულწრფელად მსურდა ღვთის მსახურება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის ძალიან შორს იყო ჩვენგან. ღმერთი სასტიკი მეგონა, რომელიც მხოლოდ სჯის ადამიანებს. ვერ ვიჯერებდი, რომ ღმერთს სათუთი გრძნობები ჰქონდა“ (როზა, გვატემალა).

  • „ბავშვობაში მჯეროდა, რომ ღმერთი სულ იმას ცდილობდა, რაღაცაში გამოვეჭირეთ და დავესაჯეთ. როცა გავიზარდე, ვფიქრობდი, რომ ის თავისთვის იყო და ჩვენს ცხოვრებაში არ ერეოდა. ჩემს წარმოდგენაში ღმერთი პრემიერ-მინისტრივით იყო, რომელიც რაღაც საქმეებს კი განაგებს, მაგრამ ადამიანები საერთოდ არ ადარდებს“ (რეიმონდი, კანადა).

თქვენ რას ფიქრობთ? შეუძლებელია ღმერთის შეყვარება? ეს კითხვა ქრისტიანებს საუკუნეებია, რაც აწუხებთ. შუა საუკუნეებში ქრისტიანული სამყაროს უმეტესობა არც კი ლოცულობდა ყოვლისშემძლე ღმერთზე. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ხალხს ავადმყოფური შიში განუვითარდა ღვთისადმი. ისტორიკოსი უილ დოურანტი აღნიშნავს: „როგორ გაბედავდა ცოდვილი ადამიანი, რომ ლოცვით მიემართა ასეთი სასტიკი და მიუწვდომელი ღმერთისთვის“.

რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ღმერთი სასტიკი და მიუწვდომელია? რას გვასწავლის სინამდვილეში ბიბლია ღმერთზე? არ შეიყვარებდით ღმერთს, მასზე სიმართლე რომ გაგეგოთ?