არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2013

 მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე

სიცრუე, რომელმაც ხალხს ღვთის სახელი დაავიწყა

სიცრუე, რომელმაც ხალხს ღვთის სახელი დაავიწყა

რა სწამს ბევრს.

„ჩვენ ვერ შევთანხმდით იმაზე, საერთოდ აქვს თუ არა ღმერთს სახელი და თუ აქვს, რომელია ის“ (რელიგიის პროფესორი დეივიდ კანინგემი, The Journal of Theological Studies).

ბიბლიური ჭეშმარიტება.

ღმერთმა თქვა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). „იეჰოვა“ ებრაული სახელია, რაც ნიშნავს „აქცევინებს“ (დაბადება 2:4, სქოლიო).

იეჰოვას სურს, რომ ვიყენებდეთ მის სახელს. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოუხმეთ მის სახელს. აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები. გააცხადეთ, რამდენად ამაღლებულია მისი სახელი“ (ესაია 12:4).

იესო იყენებდა ღვთის სახელს. ლოცვაში იესომ იეჰოვას უთხრა: „ვამცნე მათ [იესოს მოწაფეებს] შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“. რატომ ამცნო იესომ ღვთის სახელი თავის მოწაფეებს? ის განაგრძობს: „რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

„ადამიანი, რომელიც ღმერთს სახელით არ იცნობს, სინამდვილეში, არ იცნობს მას, როგორც პიროვნებას, — დაწერა თეოლოგმა უოლტერ ლოურმა. — თუ ის ფიქრობს, რომ ღმერთი მხოლოდ უპიროვნო ძალაა, მას ვერ შეიყვარებს“.

ვიქტორი კვირაობით ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ღმერთს საერთოდ არ იცნობდა. „მოგვიანებით გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა. ეს ისე იყო, თითქოს ღმერთი ოფიციალურად გავიცანი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ბოლოს და ბოლოს შევხვდი მას, ვის შესახებაც ამდენი რამ მქონდა გაგონილი. ის ჩემთვის უკვე რეალური პიროვნება გახდა და მასთან ახლო ურთიერთობაც განვივითარე“, — ამბობს ვიქტორი.

თავის მხრივ, იეჰოვაც უახლოვდება მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“, ღმერთი ჰპირდება: „შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს“ (მალაქია 3:16, 17). ამასთანავე, ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13).