წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2013

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ვინ მიდის ზეცაში და რატომ?

მილიონობით ადამიანი იმედოვნებს, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში მოხვდება. იესომ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა, რომ ისინი ზეცაში იცხოვრებდნენ. სიკვდილის წინ იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ მათ ადგილს მოუმზადებდა თავის ზეციერ მამასთან (წაიკითხეთ იოანეს 14:2).

რატომ აღდგებიან ადამიანები ზეცაში საცხოვრებლად? რას გააკეთებენ ისინი იქ? იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ ისინი მეფეები იქნებოდნენ და დედამიწაზე იმმართველებდნენ (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30; გამოცხადების 5:10).

ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის?

ძირითადად სახელმწიფოებს რამდენიმე ადამიანი განაგებს. რამდენადაც იესო ადამიანებს ზეცაში საცხოვრებლად იმ მიზნით აღადგენს, რომ მათ დედამიწაზე იმმართველონ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის ამ საქმისთვის ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას აირჩევს (ლუკა 12:32). ბიბლიაში ზუსტად წერია, რამდენი იმმართველებს იესოსთან ერთად (წაიკითხეთ გამოცხადების 14:1).

იესომ ზეცაში ადგილი მოუმზადა თავის ზოგ მიმდევარს. იცით, რას გააკეთებენ ისინი იქ?

ჯილდოს მხოლოდ ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილები როდი მიიღებენ. ქრისტეს სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში (იოანე 3:16). მათ შორის იქნებიან ისინი, ვინც ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას გადაურჩებიან და ისინი, ვინც სამოთხეში დედამიწაზე აღდგებიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29; იოანეს 5:28, 29).

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

ბევრმა ზეპირად იცის „მამაო ჩვენო“. რას ნიშნავს სიტყვები: „მოვიდეს შენი სამეფო“?