არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ოქტომბერი 2013

 მთავარი თემა | რას გვამცნობს ბიბლია?

სასიხარულო ცნობა ყველასთვის

სასიხარულო ცნობა ყველასთვის

იესოს აღდგომამ მის მოწაფეებს რწმენა განუმტკიცა და გამბედაობა შემატა. პავლე მოციქული მოგზაურობდა მცირე აზიასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, აფუძნებდა კრებებს და განამტკიცებდა ქრისტიანებს, რომ არ მოქცეულიყვნენ უზნეობის გავლენაში და სასტიკი წინააღმდეგობების დროს სიმტკიცე შეენარჩუნებინათ. ყველაფრის მიუხედავად, ქრისტიანობა ყვაოდა და ვრცელდებოდა.

მოგვიანებით პავლე დააპატიმრეს, მაგრამ ის საპყრობილიდანაც წერილების მეშვეობით ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა ქრისტიანულ კრებებს. მან თანამორწმუნეები უფრო დიდი საფრთხის — განდგომილების — შესახებაც გააფრთხილა. ღვთის წმინდა სულით აღძრულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ კრებაში შემოიჭრებოდნენ „ულმობელი მგლები“, რომლებიც „უკუღმართად ილაპარაკებდნენ . . . [და] თან გაიყოლებდნენ მოწაფეებს“ (საქმეები 20:29, 30).

მართლაც, როგორც პავლემ თქვა, პირველი საუკუნის ბოლოს განდგომილებამ მოიკიდა ფეხი. იმ დროისთვის მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქულ იოანეს მომავლის შესახებ გამოცხადება მისცა. როგორც შემდეგ იოანემ დაწერა, ვერც მოწინააღმდეგეები და ვერც ცრუ მასწავლებლები ღმერთს ხელს ვერ შეუშლიდნენ დედამიწასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებული განზრახვის შესრულებაში. „ყოველი ერი, ტომი, ენა და ხალხი“ მოისმენდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (გამოცხადება 14:6). ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწაზე სამოთხე აღდგება და იქ იცხოვრებს ყველა, ვისაც სურს მისი ნების შესრულება.

თქვენთვისაც არის ეს ცნობა სასიხარულო? თუ დიახ, მეტი გაიგეთ, რას გვამცნობს ღმერთი ბიბლიის მეშვეობით და რა კურთხევები გვექნება დღესაც და მომავალშიც.

შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლია ვებ-გვერდზე www.jw.org. აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ ბროშურები „რას გვამცნობს ბიბლია?“, „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ამ და სხვა პუბლიკაციებში ახსნილია, რატომ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას და როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში იქ მოცემული რჩევები. შეგიძლიათ აგრეთვე მიმართოთ იეჰოვას მოწმეებს.

დაფუძნებულია საქმეების, ეფესოელების, ფილიპელების, კოლოსელების, ფილიმონის, 1 იოანესა და გამოცხადების წიგნებზე.