წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2013

 მთავარი თემა | რას გვამცნობს ბიბლია?

როგორ გავჩნდით ამქვეყნად?

როგორ გავჩნდით ამქვეყნად?

ბიბლიის პირველი წიგნი „დაბადება“ მარტივად, რამდენიმე სიტყვით გვიხსნის სამყაროს წარმოშობის ისტორიას: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). მცენარეებისა და ცხოველების შემდეგ ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები — ადამი და ევა. ისინი განსხვავდებოდნენ ცხოველებისგან, რადგან ღვთის თვისებებს ირეკლავდნენ. მათ ჰქონდათ არჩევნის თავისუფლება. ამგვარად, ისინი პასუხს აგებდნენ თავიანთ მოქმედებებზე. თუ ღვთის მითითებებს დაემორჩილებოდნენ, შემოქმედის განზრახვის თანახმად, ისინი დასაბამს მისცემდნენ სრულყოფილ შთამომავლობას, რომლებიც მარადიულად და მშვიდობიანად იცხოვრებდნენ დედამიწაზე.

მაგრამ ერთმა სულიერმა ქმნილებამ გადაწყვიტა, ადამიანები თავისი ეგოისტური მიზნის განსახორციელებლად გამოეყენებინა. ამგვარად, ის გახდა სატანა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. სატანამ გველის მეშვეობით მოატყუა ევა და უთხრა, რომ ღვთის ხელმძღვანელობის გარეშეც შესანიშნავად იცხოვრებდა. ადამმა და ევამ დაუჯერეს სატანას და შემოქმედთან ურთიერთობა გაწყვიტეს. სამწუხაროდ, ცუდი არჩევნის გამო ჩვენმა პირველმა მშობლებმა დაკარგეს მარადიული სიცოცხლე და ყველას მემკვიდრეობით ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი გადმოგვცეს.

ღმერთმა მაშინვე წარმოთქვა თავისი განზრახვა, რომ გამოასწორებდა ამ სავალალო სიტუაციას და ადამის შთამომავლებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემდა. შემოქმედმა იწინასწარმეტყველა, რომ „შთამომავალი“, რომელიც განსაკუთრებული პიროვნება იქნებოდა, საბოლოოდ გაანადგურებდა სატანას და აანაზღაურებდა სატანისა და პირველი ადამიანების მიერ მიყენებულ ყოველგვარ ზარალს (დაბადება 3:15). ვინ იქნებოდა ეს შთამომავალი? ამას დრო აჩვენებდა.

იმ დღიდან მოყოლებული სატანა გამუდმებით ცდილობდა, ჩაეშალა ღვთის განზრახვა. ცოდვა და ბოროტება სწრაფად გავრცელდა დედამიწაზე. ღმერთმა გადაწყვიტა, ბოროტების გასანადგურებლად წარღვნა მოევლინა. იეჰოვამ ნოეს, რომელიც მართალი აღმოჩნდა მის წინაშე, დაავალა, კიდობანი აეგო თავისი ოჯახის გადასარჩენად. ღმერთმა მას უთხრა, რომ კიდობანში ცხოველებიც შეეყვანა.

წარღვნის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გაწმენდილ დედამიწაზე გამოვიდნენ. მაგრამ შთამომავლის მოსვლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი.

დაფუძნებულია დაბადების 1—11 თავებზე, იუდას 6, 14, 15-სა და გამოცხადების 12:9-ზე.