წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2013

 მთავარი თემა | რას გვამცნობს ბიბლია?

რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად?

რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად?

ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ შთამომავალი მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. სწორედ აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ერი“ (დაბადება 22:18). აბრაამის შვილიშვილი იაკობი მოგვიანებით ეგვიპტეში გადასახლდა, სადაც მისი ოჯახისგან ისრაელი ერი წარმოიშვა.

დროთა განმავლობაში ეგვიპტის ტირანმა ფარაონმა ისრაელები მონებად აქცია, მაგრამ ღმერთმა მათ მხსნელად წინასწარმეტყველი მოსე მოუვლინა, რომელმაც ისრაელი ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა. მათ სახსნელად ღმერთმა სასწაულებრივად გაყო წითელი ზღვა. ამის შემდეგ მან ისრაელ ერს მისცა კანონები, მათ შორის, ათი მცნება, რათა მათთვის ეხელმძღვანელა და დაეცვა. ეს კანონები ითვალისწინებდა შესაწირავებს ცოდვების მისატევებლად. ღვთის შთაგონებით მოსემ უთხრა ხალხს, რომ ღმერთი გამოუგზავნიდა მათ სხვა წინასწარმეტყველს. ის იქნებოდა აღთქმული შთამომავალი.

დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ ღმერთმა მეფე დავითს აღუთქვა, რომ შთამომავალი, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველება პირველად ედემის ბაღში წარმოითქვა, იქნებოდა იმ სამეფოს მმართველი, რომელიც მარადიულად იარსებებდა. შთამომავალი იქნებოდა მესია, ღვთის მიერ დანიშნული მხსნელი, რომელიც იხსნიდა კაცობრიობას და აღადგენდა სამოთხეს დედამიწაზე.

დავითისა და სხვა წინასწარმეტყველების მეშვეობით ღმერთი უფრო და უფრო მეტს ამჟღავნებდა მესიის შესახებ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მესია იქნებოდა თავმდაბალი და კეთილი. მისი მმართველობის დროს აღარ იქნებოდა შიმშილი, უსამართლობა და ომები; ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებდნენ ერთმანეთთან და ცხოველებთანაც კი; ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი, რომელიც არასდროს არ შედიოდა ღვთის განზრახვაში, სამუდამოდ გაქრებოდა; გარდაცვლილი ადამიანები კი სიცოცხლეს დაუბრუნდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ.

ღმერთმა წინასწარმეტყველ მიქას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, ხოლო დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიას მოკლავდნენ, მაგრამ ღმერთი აღადგენდა მას და ზეცაში გაამეფებდა. დანიელმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ მესიანური სამეფო სამუდამოდ ჩაანაცვლებდა ყველა ადამიანურ ხელისუფლებას. მართლა მოვიდა ნაწინასწარმეტყველები მესია?

დაფუძნებულია დაბადების 22—50 თავებზე, გამოსვლის, კანონის, 2 სამუელის, ესაიას, დანიელის, მიქას წიგნებზე, ზაქარიას 9:9-სა და ფსალმუნებზე.