წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2013

 მთავარი თემა | რას გვამცნობს ბიბლია?

„მესია ვიპოვეთ“

„მესია ვიპოვეთ“

ებრაული წერილების ბოლო წიგნის დასრულებიდან დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ შესრულდა მიქას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ — იესო დაიბადა ბეთლემში. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, ახ. წ. 29 წელს, შესრულდა მესიის მოსვლასთან დაკავშირებით დანიელის წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი — იესო მოინათლა და ღმერთმა ის სცხო წმინდა სულით. მესია, შთამომავალი, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ, ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა.

იესო დაუყოვნებლივ შეუდგა მსახურებას. ის ადამიანებს „სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო მართლაც თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო და ყველას მიმართ ავლენდა გულწრფელ ინტერესს. მისი სწავლებები პრაქტიკული და სიყვარულზე დაფუძნებული იყო. ის ადამიანებს „ნებისმიერი უძლურებისგან“ კურნავდა, რითაც აჩვენებდა, რომ ღმერთი მასთან იყო (მათე 4:23). იესოს მიმდევარი ყველა ასაკის ადამიანი ხდებოდა. შესაძლოა მისი ერთ-ერთი მოწაფის მსგავსად ისინიც ამბობდნენ: „მესია ვიპოვეთ“ (იოანე 1:41).

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სანამ მისი სამეფო დედამიწაზე დაიწყებდა მმართველობას, იქნებოდა ომები, მიწისძვრები და სხვა უბედურებები. მან ყველას სიფხიზლისკენ მოუწოდა (მარკოზი 13:37).

იესო სრულყოფილი იყო და ღმერთს ყველაფერში ემორჩილებოდა. მაგრამ მას ჰყავდა მტრები, რომლებმაც მოკლეს ის. იესოს სიკვდილი სრულყოფილი შესაწირავი იყო. მის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა იმის უკან დაბრუნება, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს. ეს არის მარადიული სიცოცხლე სამოთხეში.

წინასწარმეტყველების თანახმად, სიკვდილიდან მესამე დღეს ღმერთმა იესო სულიერ პიროვნებად აღადგინა. ამის შემდეგ ის 500-ზე მეტ მოწაფეს გამოეცხადა. ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ექადაგათ „ხალხისთვის ყველა ერიდან“ (მათე 28:19). როგორ შეასრულეს მათ ეს დავალება?

დაფუძნებულია მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანესა და 1 კორინთელების წიგნებზე.