არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ოქტომბერი 2013

 მთავარი თემა | რას გვამცნობს ბიბლია?

რატომ უნდა იმსახურებდეს ბიბლია ჩვენს ყურადღებას?

რატომ უნდა იმსახურებდეს ბიბლია ჩვენს ყურადღებას?

ბიბლია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ წიგნად ითვლება. რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ მასში მოთხრობილია რეალური ადამიანების ნამდვილი ისტორიები და ის, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთთან და ღმერთთან. მათი ცხოვრებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ბიბლია მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი. ამიტომ იყო, რომ კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ პერიოდში მცხოვრებ ხალხს შეეძლო მისი გაგება. ბიბლია ასობით ენაზეა ნათარგმნი და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისთვის. ბიბლიური პრინციპები ყოველთვის აქტუალურია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბიბლია უბრალოდ ღვთის შესახებ წიგნი კი არ არის, არამედ ღვთისგან ბოძებული წიგნია. ბიბლიიდან ვიგებთ ღვთის სახელს, მის პიროვნულ თვისებებს და მის უცვლელ განზრახვას დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით. მასში აღწერილია დიდი ხნის წინათ დაწყებული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ბრძოლა შეიძლება შევადაროთ შთამბეჭდავ დრამას, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. თუ ბიბლიას ობიექტური თვალით წავიკითხავთ, ღვთისადმი რწმენა განგვივითარდება და იმედი ჩაგვესახება.

ბიბლია ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. მაგალითად, ის გვიმხელს ჭეშმარიტებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

  • როგორ გავჩნდით ამქვეყნად და რატომ ვიტანჯებით

  • რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად

  • რა გააკეთა იესომ ჩვენთვის

  • რა მომავალი ელის დედამიწას და მასზე მცხოვრებ ადამიანებს

მომდევნო გვერდებზე მოკლედ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რას გვამცნობს ბიბლია.