წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2013

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

არსებობს რაიმე იმედი მიცვალებულთათვის?

სიკვდილი ძილს ჰგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და ვერაფერს აკეთებენ. მაგრამ სიცოცხლის მომცემ ღმერთს შესწევს იმის ძალა, რომ მკვდრები გააცოცხლოს. ამის დასამტკიცებლად ღმერთმა იესოს ძალა მისცა, გაეცოცხლებინა რამდენიმე მიცვალებული (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5; იოანეს 11:11, 43, 44).

რა გაგებით ჰგავს სიკვდილი ძილს?

ღმერთი გვპირდება, რომ მკვდრებს, რომლებიც მის მეხსიერებაში არიან, სიცოცხლეს დაუბრუნებს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც გამეფებული იქნება სიმართლე. ეს მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ დროს. ყოვლისშემძლე ღმერთი მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა მიცვალებულებს აღადგენს (წაიკითხეთ იობის 14:14, 15).

როგორ მოხდება აღდგომა?

მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულის სხეული იხრწნება, ღმერთს შეუძლია იგივე პიროვნება აღადგინოს ახალ სხეულში. მკვდრეთით აღდგენილები იცნობენ საკუთარ თავს, თავიანთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:35, 38).

ძალიან ცოტა ადამიანი ზეციური ცხოვრებისთვის აღდგება (გამოცხადება 20:6). უმეტესობა კი სამოთხედქცეულ დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ხელახლა დაიწყონ ცხოვრება და ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლის იმედი (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29; საქმეების 24:15).

გაიგეთ მეტი

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და საერთოდ რატომ ვკვდებით?

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.