წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2013

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა არის საჭირო ცოლ-ქმრული ბედნიერებისთვის?

ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები გვეხმარება, გვქონდეს ბედნიერი ოჯახი, რადგან ამ რჩევებს ქორწინების ფუძემდებელი, იეჰოვა ღმერთი, გვაძლევს. ბიბლია გვასწავლის, რომელი თვისებების განვითარება უწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას და რომელი ანგრევს. აგრეთვე გვასწავლის, როგორ უნდა ესაუბრონ და როგორ მოეპყრონ ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რომ ბედნიერები იყვნენ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:8—10, 12—14).

ცოლ-ქმარმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ. თუ ორივე ღვთის მიერ დაკისრებულ როლს პირნათლად ასრულებს, მათ ბედნიერი ოჯახი ექნებათ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:18, 19).

როგორ შევინარჩუნოთ მტკიცე ოჯახი?

ოჯახი არ დაინგრევა, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ეყვარება. ღმერთი გვასწავლის სიყვარულს. ის და მისი ძე იესო თავგანწირული სიყვარულის საუკეთესო მაგალითს გვაძლევენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8, 19).

თუ ცოლ-ქმარი აფასებს ქორწინებას და მას ღვთის მიერ დაფუძნებულ ღონისძიებად მიიჩნევს, ისინი შეძლებენ ოჯახის შენარჩუნებას. ოჯახი რომ დაცული ყოფილიყო, ღვთის განზრახვით ქორწინება მარადიულად უნდა გაგრძელებულიყო. ღმერთმა მამაკაცი და ქალი ისე შექმნა, რომ ერთმანეთის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ, რაც მათ ქორწინებას განამტკიცებდა. იეჰოვამ ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უნარი სიყვარულში მიჰბაძოს ღმერთს (წაიკითხეთ დაბადების 1:27; 2:18, 24).

გაიგეთ მეტი

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.

როგორ წავიდეთ დათმობაზე

ოთხი ნაბიჯი დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ კამათს და ერთად ეძებოთ გამოსავალი