არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აგვისტო 2013

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას?

ღმერთი ყველა ეროვნების ადამიანს უსმენს (ფსალმუნი 145:18, 19). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ღმერთს ველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხზე, რაც კი გვაწუხებს (ფილიპელები 4:6, 7). თუმცა ზოგ ლოცვას ღმერთი არ იწონებს. მაგალითად, როცა ლოცვის დროს ადამიანი ერთსა და იმავე დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს, ღმერთი ასეთ ლოცვებს არ ისმენს (წაიკითხეთ მათეს 6:7).

იეჰოვა აგრეთვე არ იწონებს იმ ადამიანების ლოცვებს, რომლებიც შეგნებულად უგულებელყოფენ მის კანონებს (იგავები 28:9). მაგალითად, ბიბლიურ დროში ღმერთმა ისრაელებს უთხრა, რომ არ მოისმენდა მათ ლოცვებს, რადგან ისინი მკვლელობაში იყვნენ დამნაშავეები. აშკარაა, ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ მოისმინოს, უნდა ვიცოდეთ მისი მოთხოვნები (წაიკითხეთ ესაიას 1:15).

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები?

რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთს ლოცვით მივმართოთ (იაკობი 1:5, 6). დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი არსებობს და ზრუნავს ჩვენზე. რწმენის გაძლიერება კი მხოლოდ ბიბლიის შესწავლით არის შესაძლებელი, რადგან ნამდვილი რწმენა ეფუძნება წმინდა წერილებში მოცემულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს (წაიკითხეთ ებრაელების 11:1, 6).

ჩვენს ლოცვებში გულწრფელობა და თავმდაბლობა უნდა ჩანდეს. თვით ღვთის ძე, იესოც კი თავმდაბლურად მიმართავდა ღმერთს ლოცვით (ლუკა 22:41, 42). ამიტომ, ღმერთმა რომ მოგვისმინოს, უნდა გავიგოთ, რა არის მისი მოთხოვნები, რაშიც ბიბლიის კითხვა დაგვეხმარება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენი ლოცვები ღვთის ნების შესაბამისი (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:14).

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით

ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა გაიგო ღვთის თვალსაზრისი ლოცვასთან დაკავშირებით.