არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ივლისი 2013

პასუხი ბიბლიურ კითხვებზე

პასუხი ბიბლიურ კითხვებზე

შესაძლებელია მარადიულად ცხოვრება?

რა დაგვიხსნის სიკვდილისგან?

პირველმა კაცმა, ადამმა, საუკუნეები იცხოვრა. მაგრამ ბოლოს ის მაინც დაბერდა და მოკვდა. მას შემდეგ ადამიანები რას აღარ აკეთებენ დაბერების პროცესის შესაჩერებლად. მაგრამ სიკვდილისგან თავის დაღწევა ვერავინ შეძლო. რატომ? ადამი დაბერდა და მოკვდა იმიტომ, რომ ღმერთს არ დაემორჩილა და ცოდვა ჩაიდინა. ჩვენ კი იმიტომ ვბერდებით, რომ ადამისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა ცოდვა და მისი შედეგი — სიკვდილი (წაიკითხეთ დაბადების 5:5; რომაელების 5:12).

მარადიული სიცოცხლის მისაღებად, საჭირო იყო გამოსასყიდი (იობი 33:24, 25). გამოსასყიდი არის ვიღაცის გასათავისუფლებლად გადახდილი საფასური. ჩვენ კი გათავისუფლებას სიკვდილისგან ვსაჭიროებთ (გამოსვლა 21:29, 30). იესომ გადაიხადა ეს საფასური, როცა ჩვენთვის მოკვდა (წაიკითხეთ იოანეს 3:16).

როგორ შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მიღება?

ავადმყოფობისგან და სიბერისგან ყველა ვერ გათავისუფლდება. ამის შესაძლებლობა არ მიეცემა მათ, ვინც ადამის მსგავსად უარს ამბობს ღვთის მორჩილებაზე. მარადიულად მხოლოდ ისინი იცხოვრებენ, ვისაც ეპატიება ცოდვები (წაიკითხეთ ესაიას 33:24; 35:3—6).

ღმერთმა ცოდვები რომ გვაპატიოს, ჩვენი მხრიდან მოქმედებაა საჭირო. ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით ღმერთი უნდა გავიცნოთ. ბიბლია გვასწავლის, როგორ ვიყოთ ბედნიერები და როგორ მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა და მარადიული სიცოცხლე (წაიკითხეთ იოანეს 17:3; საქმეების 3:19).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

გვპატიობს ღმერთი ცოდვებს?

გვპატიობს ღმერთი სერიოზულ ცოდვებს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღვთის კეთილგანწყობილება მოვიპოვოთ?