წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2013

ენდობოდით ისეთ რელიგიას, რომელიც ითხოვს ფულს?

ენდობოდით ისეთ რელიგიას, რომელიც ითხოვს ფულს?

ესტელა *, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს, რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში. „ბიბლია ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ ერთხელ ჩემს მოძღვარს ვთხოვე, მის გაგებაში დამხმარებოდა“, ამბობს ესტელა. მაგრამ მოძღვარმა არაფერი იღონა საიმისოდ, რომ ესტელას თხოვნა დაეკმაყოფილებინა. გულგატეხილმა ქალმა ეკლესიაში სიარული შეწყვიტა. ის განაგრძობს: „ეკლესიის მესვეურებმა მითხრეს, რომ თუ ეკლესიაში არ ვივლიდი, ფული მაინც გამეგზავნა. მივხვდი, რომ მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ და სულაც არ აინტერესებდათ, ვივლიდი თუ არა ეკლესიაში“.

ანგელინა, რომელიც ყოველთვის მორწმუნე იყო, ამბობს: „ჩემს ეკლესიაში წირვის დროს სამჯერ ჩამოატარებდნენ ხოლმე კალათას და მოელოდნენ, რომ ყოველ ჯერზე ფულს ჩავყრიდით. ისინი სულ ფულს ითხოვდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, არა მგონია, მათთან ღმერთი იყოს-მეთქი“.

თქვენს ქვეყანაში არსებულ ეკლესიებსა თუ რელიგიურ შეკრებებზეც ხომ არ ხდება ფულის სხვადასხვა გზით აგროვება? ამართლებს ბიბლია ასეთ მოქმედებას?

რას გვასწავლის ბიბლია?

იესომ, რომელმაც ქრისტიანობას ჩაუყარა საფუძველი, აღნიშნა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). ბიბლიური ცნობა იმდენად ძვირფასია, რომ მას ფულით ვერ იყიდი. ეს ცნობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს მისი გაგება.

როგორ ფარავდნენ კრების ხარჯებს პირველი საუკუნის ქრისტიანები?

თითოეული ისე იქცეოდა, „როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). მოციქულმა პავლემ თქვა: „დღედაღამ ვმუშაობდით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი და ისე გიქადაგებდით ღვთის სასიხარულო ცნობას“ (1 თესალონიკელები 2:9). სასიხარულო ცნობა რომ ექადაგა და თავი ერჩინა, პავლე კარვებს კერავდა (საქმეები 18:2, 3).

რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?

იეჰოვას მოწმეები მოკრძალებულ შენობებში იკრიბებიან, რომლებსაც სამეფო დარბაზები ეწოდება. როგორ იფარება ხარჯები? შესაწირავების ასაგროვებლად იქ არც თეფშების ჩამოტარება ხდება და არც კონვერტების დარიგება. ნებისმიერს, ვინც აფასებს სულიერ პროგრამას, შეუძლია თავისი სურვილისამებრ სამეფო დარბაზში არსებულ ყუთში ჩააგდოს შესაწირავი.

როგორ უნდა ფინანსდებოდეს რელიგიები?

ცხადია, ამ ჟურნალის დაბეჭდვა და ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ მოწმეები თავიანთ პუბლიკაციებს არ უკეთებენ კომერციულ რეკლამებს და არც ფულს ითხოვენ. ძირითადი ყურადღება გადატანილია ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებაზე.

როგორ ფიქრობთ, ხარჯების ამ სახით დაფარვა ეთანხმება იესოს სიტყვებს და პირველი საუკუნის ქრისტიანების მოქმედებას?

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.