წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2013

იმსახურებს რომელიმე რელიგია ნდობას?

იმსახურებს რომელიმე რელიგია ნდობას?

თუ რომელიმე რელიგიის წევრი იყავით, მაგრამ რაღაცის გამო გული გაგიტყდათ, შეიძლება გაგიჭირდეთ სხვა რელიგიის ნდობა. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს რელიგია, რომელიც იმსახურებს ნდობას. დედამიწაზე ყოფნისას იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მიმდევრები და მათ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება ასწავლა. დღესაც არსებობენ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ ქრისტიანული ნორმების თანახმად. ვინ არიან ისინი?

წინა სტატიაში მოხსენიებული ესტელა ამბობს: «ბიბლიური სწავლებები მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალევე მივხვდი იოანეს 8:32-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“».

რეი კი აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ გავიგე, რომ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც დედამიწაზე ხდება. ღმერთს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, დაუშვას დღეს არსებული ბოროტება, თუმცა ის გვპირდება, რომ მალე ძირფესვიანად აღმოფხვრის მას. ყოველივე ეს ჩემში ღვთისადმი დიდი მადლიერების გრძნობას იწვევს“.

ადვილი არ არის ქვეყნიერების დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა, ქვეყნიერებისა, რომელიც დაცემული ზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, მაგრამ ეს შესაძლებელია. ბევრს სურს, ვინმე დაეხმაროს ბიბლიური სწავლებების გაგებაში. ამიტომაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მილიონებთან უფასოდ ატარებენ ბიბლიის შესწავლებს. ყოველკვირა უამრავი ადამიანი იგებს, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში; შედეგად ისინი უფრო ახლოს ეცნობიან შემოქმედს და სწავლობენ, რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. *

ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს, რატომ ენდობიან თავიანთ რელიგიას?

დშემდგომში, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდებით, ჰკითხეთ, რატომ ენდობიან თავიანთ რელიგიას. გამოიკვლიეთ მათი სწავლებები და შეამოწმეთ, ცხოვრობენ თუ არა ქრისტიანული ნორმების თანახმად. შემდეგ დაფიქრდით, მართლა არ არსებობს რელიგია, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს?

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? განიხილე ჭეშმარიტი რელიგიის 5 ამოსაცნობი ნიშანი.

რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა?

გითქვამთ ოდესმე: „ძალიან დაკავებული ვარ“ ან „ვალდებულების აღების მეშინია“?