წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2013

სტიქიური უბედურებები — არის იმის მტკიცება, რომ ღმერთი სასტიკია?

სტიქიური უბედურებები — არის იმის მტკიცება, რომ ღმერთი სასტიკია?

რას ამბობს ხალხი. „სამყაროს ღმერთი მართავს. ამიტომ ბუნებრივია, ის იწვევს სტიქიურ უბედურებებს. გამოდის, ღმერთი სასტიკია“.

რას ამბობს ბიბლია. „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ვინ არის „ბოროტი“? ბიბლია ბოროტს სატანას უწოდებს (მათე 13:19; მარკოზი 4:15). რადგან სატანა ქვეყნიერების მმართველია, შესაბამისად, ის გავლენას ახდენს ადამიანებზე და ისინიც თავიანთი მმართველის მსგავსად ეგოისტები, ხარბები და წინდაუხედავები არიან. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ექცევა ადამიანი დაუდევრად თავის საცხოვრებელ გარემოს. მრავალი ექსპერტის თქმით, გარემოსადმი დაუდევარი მოპყრობა პირდაპირ იწვევს სტიქიურ უბედურებებს. ასეთი დაუდევრობა ზოგჯერ კიდევ უფრო ამძიმებს სტიქიური უბედურებების შედეგებს და საზოგადოებაც უფრო დაუცველი ხდება.

მაშ, რატომ რთავს ღმერთი სატანას იმის ნებას, რომ ჰქონდეს ამხელა გავლენა? პასუხს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისთან მივყავართ, როცა ჩვენმა პირველმა მშობლებმა უარყვეს ღმერთი, როგორც მმართველი. მას შემდეგ ადამიანთა უმეტესობა იმავე გზას მიჰყვება. ასეთმა არჩევანმა ღვთის მმართველობის უარყოფამ კაცობრიობა ღვთის მტრის, სატანის, ხელში ჩააგდო. სწორედ ამიტომ უწოდა იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ (იოანე 14:30). მაგრამ მარადიულად გასტანს სატანის მმართველობა? არა!

იეჰოვა * გულგრილი არ არის იმ უბედურებებისადმი, რომლებსაც სატანა იწვევს. პირიქით, ის ძალიან წუხს, როცა ხედავს, როგორ იტანჯებიან ადამიანები. მაგალითად, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მძიმე პერიოდში ისრაელი ერის გასაჭირი „მისი [ღვთის] გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9). საბედნიეროდ, ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ბოლო მოუღოს სატანის სასტიკ მმართველობას და ის ამას ძალიან მალე გააკეთებს. მან თავისი ძე, იესო ქრისტე, დანიშნა მმართველად, რომელიც სამართლიანად იმეფებს მარადიულად.

თქვენ როგორ გეხებათ ეს? ისტორიამ დაამტკიცა, რომ სატანა ვერ იცავს ხალხს სტიქიური უბედურებებისგან, მაგრამ თავისი მმართველობის დროს იესო ამას ნამდვილად შეძლებს. ერთხელ იესომ თავისი მოწაფეები ძლიერი შტორმისგან დაიცვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა». მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“ (მარკოზი 4:3741). ეს შემთხვევა გვარწმუნებს, რომ თავისი მმართველობის დროს იესო დაიცავს მორჩილ კაცობრიობას სტიქიური უბედურებებისგან (დანიელი 7:13, 14).

^ აბზ. 5 იეჰოვა, როგორც ბიბლია ამბობს, ღვთის სახელია.