წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2013

 დაუახლოვდით ღმერთს

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი პირადად თქვენზე?

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი პირადად თქვენზე?

„ჩემთვის ყველაზე რთული უღირსობის გრძნობის დაძლევაა, რაც ხელს მიშლის ღმერთთან დაახლოებაში“. ასეთი რამ თქვა ერთ დროს ერთმა ქალბატონმა, რომელიც ფიქრობდა, რომ იეჰოვა ვერაფერს იპოვიდა მასში ისეთს, რის გამოც იზრუნებდა მასზე. თქვენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა? თუ დიახ, შესაძლოა გაინტერესებთ, ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებზე ინდივიდუალურად. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს ნამდვილად ასეა (წაიკითხეთ იოანეს 6:44).

რის თქმა უნდოდა ამით იესოს, პიროვნებას, რომელიც იეჰოვას ყველაზე კარგად იცნობს? (ლუკა 10:22). იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“. ასე რომ, ჩვენ ვერ გავხდებით იესოს მიმდევრები და, შესაბამისად, ზეციერი მამის თაყვანისმცემლები, თუ პირადად იეჰოვამ არ მიგვიზიდა (2 თესალონიკელები 2:13). თუ გავიგებთ იესოს ამ სიტყვების მნიშვნელობას, მივხვდებით, რომ ეს სიტყვები ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე.

რა გაგებით გვიზიდავს იეჰოვა? ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „მიზიდვა“, გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საუბრობენ თევზით სავსე ბადის წყლიდან ამოთრევაზე (იოანე 21:6, 11). შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა გვაძალებს მისადმი მსახურებას? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა გვაძლევს არჩევნის უფლებას, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის ჩვენგან დამოუკიდებლად მართავს ჩვენს გულს (კანონი 30:19, 20). ერთი სწავლული ამ აზრს ასე გამოხატავს: „ადამიანის გულის კარს სახელური გარედან არა აქვს. მისი გახსნა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება“. იეჰოვა მილიარდობით ადამიანის გულს იკვლევს და ეძებს ისეთებს, რომლებიც მისკენ მიილტვიან, და როცა იპოვის, სათუთად ეპყრობა მათ (1 მატიანე 28:9).

იეჰოვა რბილად იზიდავს თავისკენ „სწორად განწყობილი“ ადამიანის გულს (საქმეები 13:48). ის ამას ორი საშუალებით აკეთებს — ბიბლიაში მოცემული სასიხარულო ცნობით, რომელიც თითოეულ ადამიანამდე აღწევს და წმინდა სულით. როდესაც იეჰოვა ხედავს, რომ ადამიანის გული ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეხმაურება, ის წმინდა სულით ეხმარება მას, რომ ეს ჭეშმარიტება გაითავისოს და ცხოვრებაში გამოიყენოს (1 კორინთელები 2:11, 12). ღვთის დახმარების გარეშე ვერასოდეს გავხდებით იესოს გულწრფელი მიმდევრები და იეჰოვას მიძღვნილი თაყვანისმცემლები.

რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ იოანეს 6:44-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან? იეჰოვა ადამიანებს იზიდავს იმიტომ, რომ მათ გულებში რაღაც კარგს ხედავს და მათზე ინდივიდუალურად ზრუნავს. ზემოხსენებული ქალბატონი სწორედ ამ უტყუარმა ჭეშმარიტებამ ანუგეშა. დღეს ის ამბობს: „ადამიანისთვის იმაზე დიდი პატივი არ არსებობს, რომ იყოს იეჰოვას მსახური. და თუ იეჰოვამ თავის მსახურად ამირჩია, ესე იგი, მე მისთვის ძვირფასი ვარ“. რა შეიძლება ითქვას პირადად თქვენზე? იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ინდივიდუალურად ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე, განა არ აღგძრავთ, რომ გულის კარი გაუღოთ მას?

მაისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ლუკა 22 იოანე 16

„ადამიანის გულის კარს სახელური გარედან არა აქვს. მისი გახსნა

მხოლოდ შიგნიდან შეიძლება“

 

გაიგეთ მეტი

ვერაფერი შეძლებს „ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან“

ნუ დაიჯერებ სიცრუეს, თითქოს ღმერთს არ უყვარხარ და არ გაფასებს.