წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2013

ენდობით ღმერთს?

ენდობით ღმერთს?

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ კარგი მეგობარი, რომელსაც ძალიან აფასებთ. ერთხელაც იგებთ, რომ მან თქვენთვის გაუგებარი რამ გააკეთა. სხვები აკრიტიკებენ მას და ეჭვი შეაქვთ მის მოტივებში. ისინი ამბობენ, რომ თქვენი მეგობარი სასტიკია. სწრაფად დაეთანხმებოდით მათ, თუ ჯერ მეგობარს ჰკითხავდით, რა მოხდა სინამდვილეში? და თუ მას მალე ვერ ნახავდით, მოთმინებით დაელოდებოდით მის გამოჩენას, თუ თქვენს მეგობრობას მაშინვე წერტილს დაუსვამდით?

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ლოგიკურია დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რამდენად კარგად ვიცნობ მას? რა თვისებების გამო ვაფასებ? განა იგივე პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, როცა ზოგიერთები ღმერთს სისასტიკეში სდებენ ბრალს?

ალბათ ყოველთვის არ გესმით, რატომ იქცევა ღმერთი ასე თუ ისე, ან შეიძლება საგონებელში ხართ ჩავარდნილი და ფიქრობთ, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს. ბევრი გეტყვით, რომ ღმერთი სასტიკი და უმოწყალოა. მათ სურთ, რომ თქვენც მათსავით ფიქრობდეთ. შეიკავებდით თავს ღმერთზე ცუდის თქმისგან, სანამ სიტუაციაში უკეთ არ გაერკვეოდით? პასუხი ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იცნობთ ღმერთს. დაფიქრდით, რა გაუკეთებია მას პირადად თქვენთვის?

თუ რთული ცხოვრება გაქვთ, შეიძლება თქვათ, რომ კარგი არაფერი გახსოვთ ღვთისგან. მაგრამ აბა, დაფიქრდით, ღმერთის ბრალია, დალხინებული ცხოვრება რომ არ გაქვთ? როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, „ამ ქვეყნიერების მმართველი“ სატანაა და არა იეჰოვა ღმერთი (იოანე 12:31). უსამართლობა და უბედურებები უმეტესწილად სატანის მიზეზით ხდება. არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბევრი პრობლემა ჩვენი არასრულყოფილებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც ხდება?

ღმერთის ბრალია, დალხინებული ცხოვრება რომ არ გაქვთ?

მეორე მხრივ, დავფიქრდეთ იმაზე, რაც ღმერთმა გაგვიკეთა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი არის „ცისა და დედამიწის შემოქმედი“. აქედან გამომდინარე, ჩვენც მისი ქმნილება ვართ და მართლაც რომ „საოცრად ვართ შექმნილი“. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა არის „ღმერთი ... რომლის ხელთაა შენი სუნთქვა“ (ფსალმუნი 124:8; 139:14; დანიელი 5:23). რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ჩვენს შემოქმედს უნდა ვუმადლოდეთ (საქმეები 17:28). სიცოცხლე, ირგვლივ არსებული ულამაზესი სამყარო, სიყვარულითა და მეგობრობით განცდილი სასიამოვნო გრძნობა, გემოს, შეხების, სმენისა და ყნოსვის შეგრძნება ეს ყველაფერი ღვთის ძღვენია (იაკობი 1:17). განა ამ კურთხევების გამო არ იმსახურებს ღმერთი ჩვენს დაფასებასა და ნდობას?

თუმცა შეიძლება მაინც გაგიჭირდეთ ღვთის ნდობა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ მას ისე კარგად არ იცნობთ, რომ ენდოთ. ეს სავსებით გასაგებია. ამ პატარა სტატიებში შეუძლებელია ყველა იმ მიზეზის ახსნა, თუ რატომ არ არის ღმერთი უმოწყალო. მაგრამ ნუთუ არ ღირს, უკეთ გაიცნოთ ღმერთი? * ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, სიმართლეს გაიგებთ ღმერთზე. სასტიკია ღმერთი? ამ კითხვას ბიბლია ასე პასუხობს: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).

^ აბზ. 8 იმისათვის რომ გაიგოთ, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, წაიკითხეთ მე-11 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

 

გაიგეთ მეტი

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

როგორ გაჩნდა ბოროტება და რატომ დაუშვა ღმერთმა ის ასე დიდხანს? დასრულდება ოდესმე ტანჯვა?