წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აპრილი 2013

 მთავარი თემა: აზრიანი ცხოვრება შესაძლებელია

შესაძლებელია აზრიანი ცხოვრება?

შესაძლებელია აზრიანი ცხოვრება?

„ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე“ (ფსალმუნი 90:10).

რაოდენ ჭეშმარიტია ეს სიტყვები! ცხოვრება მართლაც სავსეა გასაჭირითა და ტანჯვით. შესაძლოა გიფიქრიათ, შეიძლება, დღეს ადამიანს ჰქონდეს აზრიანი ცხოვრება?

მარია მთელი ცხოვრება აქტიური და სიცოცხლით სავსე ქალი იყო. დღეს ის 84 წლისაა და პრაქტიკულად სახლიდან ვეღარ გადის. მართალია, გონება ისევ ძველებურად უჭრის, მაგრამ ჯანი აღარ მოჰყვება. აქვს მის ცხოვრებას აზრი?

შესაძლოა დროდადრო თქვენც გიფიქრიათ, აქვს თუ არა აზრი თქვენს ცხოვრებას. შეიძლება თქვენი სამუშაო მოსაწყენი, დამღლელი და ერთფეროვანია; ან უბრალოდ ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება თქვენი შრომა და ჯაფა. მაშინაც კი, თუ წარმატებული და ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, შეიძლება შიშობთ, რადგან არ იცით, რას გიქადით მომავალი. შესაძლოა ზოგჯერ მარტოობასთან და დეპრესიასთანაც გიწევთ ბრძოლა. ან შეიძლება თქვენს ოჯახში გამუდმებული ჩხუბი და დავიდარაბაა. შესაძლოა სიკვდილმა რომელიმე ახლობელი გამოგაცალათ ხელიდან. მაგალითად, ანდრეს მამა მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. მათ ერთმანეთთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ანდრესთვის ეს უდიდესი დარტყმა და დიდი დანაკლისი იყო; ის ფიქრობდა, რომ ვერასოდეს მოიშუშებდა ამ ჭრილობას.

ცხოვრებაში რა გასაჭირსა და ტანჯვასაც არ უნდა ვხვდებოდეთ, ალბათ, ყველას გვაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა აზრიანი ცხოვრება? პასუხს ამ კითხვაზე გავიგებთ იმ მამაკაცის ცხოვრებიდან, რომელიც 2 000 წლის წინათ ცხოვრობდა. ეს მამაკაცი იესო ქრისტე გახლდათ. მან ჭეშმარიტად აზრიანი ცხოვრება განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში დიდ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებას შეხვდა. ჩვენი ცხოვრებაც აზრით აღსავსე იქნება, თუ მივბაძავთ მის მაგალითს.