წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2013

ძვირფასო მკითხველო!

ძვირფასო მკითხველო!

ამ ჟურნალის გამოცემა, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, 1879 წლის ივლისში დაიწყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ეს ჟურნალიც (იხილეთ ზემოთ მოცემული სურათები). ამ თვიდან მოყოლებული ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ფორმატი შეიცვლება. რა სახით?

ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს ინფორმაციას ინტერნეტით, რაც მათთვის უფრო მოსახერხებელია. ეგრეთ წოდებულ მაუსზე დაწკაპუნებით ზღვა ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. უამრავი წიგნის, ჟურნალისა და გაზეთის წაკითხვა შეიძლება ონლაინში.

აქედან გამომდინარე, ახლახან განვაახლეთ ჩვენი ვებ-გვერდი www.jw.org, რათა უფრო საინტერესო და ადვილად გამოსაყენებელი იყოს. ვებ-გვერდის სტუმრებს შეუძლიათ 430-ზე მეტ ენაზე წაიკითხონ პუბლიკაციები. თუმცა, ამ თვიდან დაწყებული ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრები არა მარტო იმ სტატიების წაკითხვას შეძლებენ, რომლებიც გამოცემულ ჟურნალებშია დაბეჭდილი, არამედ იმ სტატიებისაც, რომლებიც მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსდება. *

რადგან სტატიათა უმეტესობა მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსდება, ამ ნომრიდან დაწყებული ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა ფართო მკითხველისთვის 32 გვერდის ნაცვლად 16 იქნება. „საგუშაგო კოშკი“ უკვე 204 ენაზე ითარგმნება. ვინაიდან ამ ჟურნალის მოცულობა შემცირდება, მისი გადათარგმნა უფრო მეტ ენაზე გახდება შესაძლებელი.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ბიბლიური ცნობა, რომელსაც მათი გადარჩენა შეუძლია. გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავაც მოგაწოდოთ უხვი სულიერი საზრდო — იქნება ეს დაბეჭდილი თუ ელექტრონული სახით. ეს სასიკეთოდ წაადგება ჩვენს უამრავ მკითხველს, რომლებიც აფასებენ ბიბლიას და სურთ გაიგონ, რას ასწავლის ის სინამდვილეში.

გამომცემლები

^ აბზ. 5 სტატიების რუბრიკებიდან „ახალგაზრდებისთვის“ (განხილულია ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ბიბლიური საკითხები) და „ბიბლიური გაკვეთილები“ (განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებიც სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასწავლებლად გამოიყენებენ) წაკითხვას მხოლოდ ინტერნეტში შეძლებთ.