არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2013

 პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა ჰქვია ღმერთს?

ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს აქვს სახელი. შინაურ ცხოველებსაც კი ვარქმევთ სახელებს. გონივრული არ არის დავასკვნათ, რომ ღმერთსაც აქვს სახელი? ბიბლიაში ღმერთი არაერთი ტიტულით არის მოხსენიებული; მაგალითად, ყოვლისშემძლე ღმერთი, უზენაესი უფალი და შემოქმედი; მაგრამ მას პირადი სახელიც აქვს (წაიკითხეთ ესაიას 42:8).

ბიბლიის ბევრ თარგმანში ფსალმუნის 83:18-ში მოხსენიებულია ღვთის პირადი სახელი. მაგალითად, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მუხლი ამგვარად ჟღერს: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?

ღმერთს სურს, რომ მას პირადი სახელით მივმართავდეთ. როცა ვესაუბრებით საყვარელ ადამიანებს, მაგალითად, მეგობრებს, მათ სახელით მივმართავთ განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თავად სურთ ასე. განა ასევე არ უნდა მოვიქცეთ ღმერთთან მიმართებითაც? გარდა ამისა, იესომაც მოგვიწოდა, რომ ღვთისთვის სახელით მიგვემართა (წაიკითხეთ მათეს 6:9; იოანეს 17:26).

მაგრამ ღვთის მეგობრები რომ ვიყოთ, მხოლოდ მისი სახელის ცოდნა არ კმარა. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ: როგორია ღმერთი? არის თუ არა შესაძლებელი მასთან დაახლოება? ამ კითხვებზე პასუხებს ბიბლიიდან მიიღებთ.

 

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.