არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

„მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“

„მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“

„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რატომ აღნიშნავენ შობას?

პაპი და სხვა რელიგიური წინამძღოლები ყოველ წელს მშვიდობაზე ქადაგებენ და იმედოვნებენ, რომ შობის დღესასწაულზე შესრულდება ანგელოზთა მიერ გაცხადებული ცნობა: „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“. ზოგი მომლოცველი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ პილიგრიმულ მსვლელობებში იღებს მონაწილეობას.

როგორია სინამდვილე?

შობის დღესასწაულის დროს ხალხში არსებული მშვიდობა დროებითია. მაგალითად, 1914 წელს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები სანგრებიდან ამოვიდნენ და შობა ერთად აღნიშნეს. მათ ერთად ჭამეს, სვეს, სიგარეტიც გააბოლეს და ფეხბურთიც ითამაშეს. თუმცა, მათი ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის წერილიდან ვიგებთ, რა უთხრა მას ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა: „დღეს ჩვენ შორის მშვიდობაა, მაგრამ ხვალ შენ შენი ქვეყნისთვის იბრძოლებ, მე კი — ჩემი ქვეყნისთვის“.

რას ამბობს ბიბლია?

„შეგვეძინა შვილი . . . დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). განა არ გამხნევებთ ეს ბიბლიური დანაპირები?! იესო დედამიწაზე იმიტომ არ დაბადებულა, რომ წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს ყოფილიყო მშვიდობა. იესო, როგორც ზეციერი მმართველი, დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას, რომელსაც ბოლო არ ექნება.

„ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). სწორედ იესოს სწავლებების წყალობითაა, რომ მის მიმდევრებს დღემდე მშვიდობა აქვთ ერთმანეთში. მართალია, პრობლემებიც აქვთ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით იციან, რა არის ტანჯვის მიზეზი და როგორ დაამყარებს იესო უსასრულო მშვიდობას. ამიტომ მათ შინაგანი სიმშვიდე ეუფლებათ.

იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთში მშვიდობა აქვთ. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით. ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც დაინახავთ, რომ იქ გამეფებული მშვიდობა ბევრად აღემატება იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც შობის დღესასწაულის დროსაა.

იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათ შორის მშვიდობაა. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით.