წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

 ასწავლეთ შვილებს

მამის ორგულობის მიუხედავად, იოთამი ღვთის ერთგული დარჩა

მამის ორგულობის მიუხედავად, იოთამი ღვთის ერთგული დარჩა

ბავშვი მეტად რთულ მდგომარეობაში ვარდება, როდესაც მშობლები ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, ზურგს აქცევენ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა იოთამი. ახლა იმ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მას მოზარდობის დროს შეექმნა.

იოთამის მამა, უზია, იუდას მეფე იყო. ის ქვეყანაში უდიდეს ძალაუფლებას ფლობდა. მრავალი წლის მანძილზე, სანამ იოთამი დაიბადებოდა, ის კარგი მეფე იყო. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც იოთამი ჯერ კიდევ პატარა იყო, უზია გაამაყდა და ღვთის კანონი დაარღვია. ამიტომ, ღმერთმა მას კეთრი, საშინელი დაავადება, შეჰყარა. იცი, როგორ მოიქცა მაშინ იოთამი? ~ *

იოთამი განაგრძობდა იეჰოვას თაყვანისცემას. როგორც ჩანს, მას დედამისი, იერუშა, ედგა მხარში. მიუხედავად ამისა, იოთამისთვის რთული იქნებოდა იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება მას შემდეგ, რაც მამამისმა, უზიამ, იეჰოვას თაყვანისმცემლობა მიატოვა.

როგორ მოიქცევი, თუ შენი მშობლები მიატოვებენ იეჰოვას მსახურებას? ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გაგიჭირდება, ემსახურო ღმერთს, არა? ~ მაგრამ ცუდი არაფერია იმაში, თუ დაფიქრდები, რას გააკეთებ, მათ რომ ზურგი შეაქციონ ღმერთს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამაზე დავითიც ფიქრობდა.

დავითის მამა, იესე, კარგი კაცი იყო. ის ემსახურებოდა იეჰოვას და შეგვიძლია ისიც დანამდვილებით ვთქვათ, რომ მას უყვარდა მამა. მაგრამ  დავითმა მამამის იესეზე მეტად იეჰოვა შეიყვარა. მოდი, ვნახოთ, რის საფუძველზე ვამბობთ ამას.

გადაშალე ბიბლია ფსალმუნის 27:10-ზე. ამ მუხლში დავითი ამბობს: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“. დაფიქრდი: მაშინაც კი, თუ დავითის დედ-მამა იეჰოვას მსახურებას მიატოვებდა, დავითი კვლავ ღვთის ერთგული დარჩებოდა.

შენ როგორ მოიქცეოდი? განაგრძობდი იეჰოვასადმი მსახურებას, შენს მშობლებს რომ მიეტოვებინათ ის? ~ ეს ყურადსაღები კითხვაა და საკუთარ თავს უნდა დაუსვა. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს მნიშვნელოვანი ბიბლიური მცნება: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“.

ამ მცნების თანახმად, იეჰოვასადმი ერთგულება მაშინაც უნდა შევინარჩუნოთ, როცა ეს არც ისე ადვილია. შენი აზრით, ვის უნდა, რომ აღარ ემსახურო იეჰოვას? ~ ღვთის მტერს, სატანა ეშმაკს. იესომ მას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა. ბიბლია მას „ამ ქვეყნიერების ღმერთადაც“ მოიხსენიებს. უნდა გვეშინოდეს სატანის? ~

არა, არ უნდა გვეშინოდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სატანაზე ძლიერია. ის დაგვიცავს, თუ მივენდობით მას. წაიკითხე შენს ბიბლიაში, როგორ დაიცვა იეჰოვამ დავითი ბუმბერაზი გოლიათისგან. იეჰოვა შენც დაგიცავს, თუ მისი ერთგული იქნები.

^ აბზ. 4 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.