წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

მათ შობის დღესასწაულზე ძვირფასი რამ იპოვეს

მათ შობის დღესასწაულზე ძვირფასი რამ იპოვეს

მილიონობით ქრისტიანი არ ზეიმობს შობას. რატომ იქცევიან ასე? ფიქრობენ, რომ ამით რაღაცას კარგავენ? არიან მათი ბავშვები გულდაწყვეტილი? აი, რას ამბობენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.

ივი

იესო ქრისტეს გახსენება: „სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, ეკლესიაში დავდიოდი, თუმცა არცთუ ისე ხშირად. ეს მხოლოდ შობის ან აღდგომის დღესასწაულებზე ხდებოდა. ამ დროსაც კი არ ვფიქრობდი იესო ქრისტეზე. დღეს შობას აღარ აღვნიშნავ, მაგრამ კვირაში ორჯერ ქრისტიანულ კრების შეხვედრებს ვესწრები და სხვებსაც ვასწავლი იმას, რასაც ბიბლია იესო ქრისტეზე ამბობს“, — ივი, ავსტრალია.

რეუბენი

გაცემით გამოწვეული სიხარული: „ძალიან მიხარია, როცა საჩუქარს მოულოდნელად მჩუქნიან. ძალიან მიყვარს სიურპრიზები! მიყვარს ღია ბარათების კეთება და სხვებისთვის სურათების ხატვა, რადგან ამით გულს ვუხარებ და მეც ვხარობ“, — რეუბენი, ჩრდილოეთი ირლანდია.

ემილი

გაჭირვებულთა დახმარება: „გვსიამოვნებს ავადმყოფებისთვის საჭმლის მომზადება. ზოგჯერ გასამხნევებლად მათთვის ყვავილები, ნამცხვრები და პატარა საჩუქრები მიგვაქვს. კარგია, რომ ამის გაკეთება წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია“, — ემილი, ავსტრალია.

ვენდი

ოჯახთან ერთად დროის გატარება: „როდესაც ოჯახის წევრები ერთად ვიკრიბებით, ბავშვები სასიამოვნო გარემოში ეცნობიან პაპა-ბებიებს, ბიძებს, დეიდებს, მამიდებსა და მათ შვილებს. რადგანაც მხოლოდ დღესასწაულებზე არ ვხვდებით ერთმანეთს, დაძაბულობაც ნაკლებია და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ, რომ ჩვენი შეკრების მიზეზი სიყვარულია და არა ვალდებულება“, — ვენდი, კაიმანის კუნძულები.

სანდრა

მშვიდობა: „შობის დღესასწაულის დროს ხალხს იმდენი საზრუნავი აქვს, რომ მშვიდობაზე არავინ ფიქრობს. მას შემდეგ, რაც ბიბლიური დანაპირები გავიგე, შვებით ამოვისუნთქე. დღეს ეჭვი აღარ მეპარება, რომ ჩემს შვილებს ბედნიერი მომავალი ექნებათ“, — სანდრა, ესპანეთი.