წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

გაჭირვებულთა დახმარება

გაჭირვებულთა დახმარება

„კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება, რადგან ღარიბს უნაწილებს თავის საჭმელს“ (იგავები 22:9).

რატომ აღნიშნავენ შობას?

იესო ეხმარებოდა ღარიბებს, ავადმყოფებსა და დამწუხრებულებს. ამიტომ, ზოგს სურს, მიჰბაძოს მას. მათ მიაჩნიათ, რომ ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ შობის დღესასწაულია, როცა ქველმოქმედები ძალ-ღონეს არ იშურებენ და შემოწირულობებს აგროვებენ.

როგორია სინამდვილე?

ამ დღესასწაულზე ბევრი, ძირითადად, საყიდლებზე, გართობასა და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მონახულებაზე ფიქრობს. ამიტომ, აღარ რჩებათ დრო, ენერგია და სახსრები, ღარიბებსა და გაჭირვებულებზე იზრუნონ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენაზე.

რას ამბობს ბიბლია?

„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27). ღარიბები, მშივრები და დამწუხრებულები მხოლოდ შობის დღესასწაულზე არ არიან ამ დღეში. თუ ხედავ, რომ ვიღაცას სჭირდება დახმარება და „შენს ხელს ამის ძალა შესწევს“, შობის დადგომას უნდა დაელოდო? თუ მათ მიმართ თანამგრძნობი იქნები და სიკეთეს არ დაუკავებ, კურთხევები არ მოგაკლდება.

„ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს“ (1 კორინთელები 16:2). ასეთი რჩევა მისცა მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომელთაც სხვების დახმარების სურვილი ჰქონდათ. შეგიძლიათ ყოველდღე გადადოთ გარკვეული თანხა, რომელსაც გაჭირვებულებს მისცემთ ან იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემთ, რომლებიც ამ თანხას დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ? თუ ამგვარად იქცევით, შეიძლება ითქვას, რომ გაჭირვებულებს შეძლებისდაგვარად ეხმარებით.

„ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზიარებასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ კარგის კეთება. მაგალითად, გონიერი მშობლები ასწავლიან შვილებს, ხანდაზმულებს ყოველდღიურ საქმეებში დაეხმარონ; მოინახულონ, დაურეკონ ან ღია ბარათით გაამხნევონ ავადმყოფები; ამასთანავე, ყურადღება გამოავლინონ ღარიბი და უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ. შედეგად, პატარები ისწავლიან, მთელი წლის მანძილზე გამოავლინონ სიკეთე და იყვნენ ხელგაშლილნი.

გონიერი მშობლები ასწავლიან შვილებს, დაეხმარონ ხანდაზმულებს, ავადმყოფებსა და უნარშეზღუდულ ბავშვებს. შედეგად, პატარები ისწავლიან, მთელი წლის მანძილზე გამოავლინონ სიკეთე და იყვნენ ხელგაშლილნი.