წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2012

  მკითხველები გვეკითხებიან

არის რელიგია „ოპიუმი ხალხისთვის“

არის რელიგია „ოპიუმი ხალხისთვის“

ხშირად რელიგიას ოპიუმს მაშინ ადარებენ, როცა რელიგიური ადამიანი თავს იტყუებს, რეალობას გაურბის და საღად ვეღარ აზროვნებს. მაგალითად, ზოგმა ემოციური შვება რომ პოვოს, ნარკოტიკს იყენებს. თავიდან ნარკოტიკმა შეიძლება უფრო თავდაჯერებული გახადოს ადამიანი და აფიქრებინოს, რომ პრობლემას ადვილად გადაჭრის. მაგრამ დროთა განმავლობაში ის, ვინც ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება, საკუთარ თავს ზიანს აყენებს. იმავეს თქმა შეიძლება რელიგიაზეც?

ზოგიერთი რწმენას ბრმა მინდობასთან აიგივებს. ისინი ამბობენ, რომ რწმენას ისეთი ადამიანები აფარებენ თავს, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და ფაქტებზე შეგნებულად ხუჭავენ თვალს. მათი აზრით, ასეთი „ღრმად მორწმუნე“ ადამიანები რეალობას გაურბიან.

გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ბევრს საუბრობს რწმენაზე. თუმცა, ის არ მოგვიწოდებს, რომ ბრმად მიმნდობები და გულუბრყვილონი ვიყოთ. პირიქით, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ საკუთარი აზრი გაგვაჩნდეს. უფრო მეტიც, ბიბლია იმ ადამიანებს, რომელთაც ყველა სიტყვის სჯერათ, გამოუცდელებს და უგუნურებსაც კი უწოდებს (იგავები 14:15, 18). მართლაც, რა უგუნურება იქნებოდა რაიმე გადამოწმების გარეშე ბრმად გვერწმუნა. ეს იმის მსგავსი იქნებოდა, რომ თვალახვეულს გადაგვეკვეთა ავტომაგისტრალი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გვითხრა, ასე მოვქცეულიყავით.

ბიბლია იმას კი არ გვეუბნება, ბრმად ვერწმუნოთ ყველა სიტყვას, არამედ მოგვიწოდებს, რომ ფართოდ გავახილოთ სულიერი თვალები, რათა შეცდომაში არავინ შეგვიყვანოს (მათე 16:6). თუ ფართოდ გვექნება გახელილი თვალები, შევძლებთ „გააზრებულად ვემსახუროთ“ ღმერთს (რომაელები 12:1). ბიბლია გვასწავლის, დავუკვირდეთ ფაქტებს და მათზე დაყრდნობით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი პავლე მოციქულის წერილებიდან.

რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე თანამორწმუნეებს ურჩევდა, ღმერთი მხოლოდ იმიტომ არ ერწმუნათ, რომ იგი მოუწოდებდა ამისკენ. პირიქით, ის ეუბნებოდა მათ, რომ დაკვირვებოდნენ ფაქტებს, რაც ღვთის არსებობაში დაარწმუნებდათ. მან მისწერა: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ [რომლებიც უარყოფენ ღვთის უზენაესობას] გამართლება არა აქვთ“ (რომაელები 1:20). პავლე ებრაელ ქრისტიანებსაც მოუწოდებდა, რომ დაფიქრებულიყვნენ შემდეგზე: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებსაც ურჩია, რომ არაფერი ერწმუნათ ბრმად, არამედ „ყველაფერში დარწმუნებულიყვნენ“ (1 თესალონიკელები 5:21).

რწმენა, რომელიც სარწმუნო ფაქტებს არ ემყარება, შესაძლოა ხალხისთვის ოპიუმივით გახდეს, რომელიც ადამიანს თავგზას უბნევს და ზიანს აყენებს. პავლემ ზოგიერთ თავის თანამედროვეზე, რომლებიც მორწმუნენი იყვნენ, შემდეგი სიტყვები თქვა: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). ამიტომ, მნიშვნელოვანია, მივყვეთ პავლეს რჩევას, რომელიც მან რომში ქრისტიანთა კრებას მისწერა: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). რწმენა, რომელიც ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას ემყარება, საღ აზრს კი არ აკარგვინებს ადამიანს, არამედ „დიდი ფარია“, რომელიც ემოციური და სულიერი ზიანისგან იცავს მას (ეფესოელები 6:16).

რწმენას ფარივით შეუძლია დაგვიცვას