წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2012

კითხვა 2 რა მელის სიკვდილის შემდეგ?

კითხვა 2 რა მელის სიკვდილის შემდეგ?

რომანი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა მისი საუკეთესო მეგობარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის იხსენებს: „მეგობრის სიკვდილმა საშინელი დარტყმა მომაყენა. ამ ტრაგედიიდან წლების გასვლის შემდეგაც კი არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რა გველოდა სიკვდილის შემდეგ“.

რატომ გვებადება კითხვები?

ადამიანი ვერასდროს ეგუება იმ აზრს, რომ ერთ დღესაც მოკვდება. რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, სიკვდილი არავის გვსურს. ბევრს იმაზე ფიქრი აშინებს, თუ რა ელის სიკვდილის შემდეგ.

რა თვალსაზრისი აქვს ზოგს?

ზოგს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განაგრძობს არსებობას. მათ სწამთ, რომ კეთილი ადამიანები ზეცაში მიდიან, ხოლო ბოროტები თავიანთი ცოდვების გამო სამუდამო საწამებელში ხვდებიან. სხვები კი ფიქრობენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი წყვეტს არსებობას და დავიწყებას ეძლევა.

რაზე მოწმობს მათი თვალსაზრისი?

ვინც პირველ მოსაზრებას იზიარებს, სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ბოლომდე არ წყვეტს არსებობას. ხოლო ვინც მეორე მოსაზრებას ემხრობა, მისთვის ცხოვრება აზრს კარგავს, რადგან არაფრის შეცვლა შეუძლია და ამიტომ, ცხოვრობს დევიზით: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32).

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია არ ასწავლის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განაგრძობს არსებობას. მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). მათ, ვინც „არაფერი იციან“, არც ის იციან, რა ხდება მათ გარშემო. ისინი არაფერს გრძნობენ და ვერაფერს აკეთებენ. ასე რომ, მკვდრებს არ შეუძლიათ დაეხმარონ ან ავნონ ცოცხლებს.

ღვთის თვალსაზრისი სრულიად განსხვავდება ბევრი ადამიანის მოსაზრებისგან; სინამდვილეში ღმერთს არ შეუქმნია ადამიანები იმ მიზნით, რომ მომკვდარიყვნენ. მან პირველი ადამიანი, ადამი, იმ მიზნით შექმნა, რომ დედამიწაზე მარადიულად ეცხოვრა. ღმერთმა ერთადერთხელ ახსენა სიკვდილი, როცა ადამს დაუმორჩილებლობის საზღაურზე გაუმახვილა ყურადღება. მან აუკრძალა ადამს ერთი ხის ნაყოფის ჭამა და შემდეგ გააფრთხილა, რომ თუ  მაინც იგემებდა ამ ნაყოფს, მოკვდებოდა (დაბადება 2:17). თუ ადამი და ევა ღვთის მორჩილები დარჩებოდნენ, ისინი და მათი შთამომავლები ერთგულების შემთხვევაში დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებდნენ.

ადამმა ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილება. ის ეურჩა ღმერთს, შესცოდა მას და საბოლოოდ სიკვდილით დაისაჯა (რომაელები 6:23). ადამის სული არსად არ წასულა — მან უბრალოდ არსებობა შეწყვიტა. შეცოდების შემდეგ ღმერთმა ადამს უთხრა: „პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). რადგან ყველა ადამის შთამომავლები ვართ, მისგან მემკვიდრეობად ყველას ცოდვა და სიკვდილი გვერგო (რომაელები 5:12).

მიუხედავად იმისა, რომ ადამი ურჩობის გზას დაადგა, ღმერთმა მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა და დედამიწა ადამის შთამომავლებით დაესახლებინა (დაბადება 1:28; ესაია 55:11). მალე იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს გარდაცვლილთა უმეტესობას. ამ დროის შესახებ პავლე მოციქული წერს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

ზემოხსენებულმა რომანმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა, გაიცნო იეჰოვა ღმერთი და ისიც გაიგო, თუ რას ამბობს ბიბლია სიკვდილის შესახებ. ნასწავლმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. წაიკითხეთ მისი ისტორია ამ ჟურნალის მე-11 გვერდზე.

 

გაიგეთ მეტი

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და საერთოდ რატომ ვკვდებით?

არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

რატომ აღადგენს ღმერთი მკვდრეთით უმართლოებს?