წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2012

 ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

იცხოვრებთ ოდესმე მარადიულად?

იცხოვრებთ ოდესმე მარადიულად?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რატომ არის სიცოცხლე ასე ხანმოკლე?

კუს ზოგი სახეობა დაახლოებით 150 წელი ცოცხლობს, ხოლო ხის ზოგი სახეობა — დაახლოებით 3 000 წელი. მათგან განსხვავებით ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მოკლეა. მაგრამ ჩვენს სიცოცხლეს კუსა და ხის არსებობას ვერც კი შევადარებთ. იეჰოვა ღმერთმა ადამიანები ისე შექმნა, რომ დამტკბარიყვნენ მუსიკის ჰანგებითა თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, ესიამოვნათ გემრიელი საკვებით, შეეძინათ მეტი ცოდნა და თავი შეექციათ სპორტული თამაშებითა თუ მოგზაურობით. უფრო მეტიც, ღმერთმა ჩვენს გულში მარადიული სიცოცხლის სურვილი ჩადო (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:11).

2. შეგვიძლია მარადიულად ვიცხოვროთ?

იეჰოვა ღმერთი მარადიულია და არასდროს შეწყვეტს არსებობას. ვინაიდან იეჰოვაა სიცოცხლის წყარო, მას შეუძლია მარადიული სიცოცხლე უბოძოს სხვებს (ფსალმუნი 36:9; აბაკუმი 1:12). ღმერთი ჰპირდება კიდეც თავის მორჩილთ, რომ მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს. სწორედ ის შეაჩერებს სიბერის პროცესს (წაიკითხეთ იობის 33:24, 25; ესაიას 25:8; 33:24).

იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს, რომლის დაპირებისამებრ მარადიულად ვიცხოვრებთ და სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება. იესომ სხვადასხვა დაავადებისგან განკურნა ადამიანები და ზოგი მკვდრეთითაც კი აღადგინა (წაიკითხეთ ლუკას 7:11—15, 18, 19, 22).

 3. როდის შევძლებთ მარადიულად სიცოცხლეს?

ღმერთს სურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ სამოთხედქცეულ დედამიწაზე და არა დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაგვრასა და ძალადობას ვაწყდებით. მას უნდა, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ (ფსალმუნი 37:9, 29; ესაია 65:21, 22). როდესაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, მილიონები მკვდრეთით აღდგებიან. ვინც ღვთის მსახურებას აირჩევს და მას დაემორჩილება, მარადიულად იცოცხლებს (წაიკითხეთ ლუკას 23:42, 43; იოანეს 5:28, 29).

4. რა უნდა გავაკეთოთ, მარადიულად რომ ვიცხოვროთ?

ნამდვილად ღირს ძალისხმევად ღვთის უკეთ გაცნობა!

ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ამიტომ, კარგია, თუ უკეთ გავეცნობით და დავუახლოვდებით მას. ბიბლია ღვთის შესახებ ცოდნის შეძენას საკვების მიღებას ადარებს (მათე 4:4). ჭამის პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ საკვების შოვნასა და მომზადებას ძალისხმევა სჭირდება. სულიერი საზრდოს მიღებაც არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ განა შეიძლება რაიმე იმაზე ფასეული იყოს, ვიდრე ღმერთთან დაახლოება და მარადიულად ცხოვრება?! (წაიკითხეთ ლუკას 13:23, 24; იოანეს 6:27; 17:3).

 

გაიგეთ მეტი

რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?

ნამდვილად გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ ღვთის განზრახვის თანახმად? თუ ასეა, როდის?