წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2012

 ახალგაზრდებისთვის

თავიდან მოიშორეთ ამბიციები!

თავიდან მოიშორეთ ამბიციები!

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: დავითი, აბესალომი და იოაბი.

მოკლე მიმოხილვა: აბესალომმა სცადა, მამა ტახტიდან ჩამოეგდო და თავად გამეფებულიყო.

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე 2 სამუელის 14:25—33; 15:1—17; 18:9—17, 30—33.

თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა აბესალომი? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 2 სამუელის 14:25, 26).

თქვენი აზრით, როგორ ექცეოდა და ელაპარაკებოდა აბესალომი მეფესთან სამართლის საძიებლად მისულ ხალხს, როცა მათი გულის მოგება სურდა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 2 სამუელის 15:2—6).

რას ვიგებთ აბესალომზე იმ შემთხვევიდან, რომელიც 2 სამუელის 14:28—30-შია ჩაწერილი?

გამოიკვლიე

რა გააკეთა აბესალომმა სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად? (მინიშნება: წაიკითხე 2 სამუელის 13:28, 29. ამნონი დავითის უფროსი ვაჟი და, შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე იყო).

მიუხედავად იმისა, რომ აბესალომი ამბიციური იყო და დიდების მოხვეჭის სურვილით იყო შეპყრობილი, როგორ მოექცა ხალხი მის ცხედარს სიკვდილის შემდეგ? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 2 სამუელის 18:17)

შენი აზრით, რატომ გახდა აბესალომი ამბიციური? (შედარებისთვის წაიკითხე, რა არის ნათქვამი დიოტრეფეზე 3 იოანეს 9 და 10-ში).

 როგორ იმოქმედა დავითზე აბესალომის საქციელმა? (მინიშნება: წაიკითხე მე-3 ფსალმუნი, რომელიც დავითმა აბესალომის ამბოხების დროს დაწერა).

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

იმაზე, თუ რატომ არის საშიში ამბიციურობა?

იმაზე, თუ რა ტკივილი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა თავისი საქციელით სხვებს, მათ შორის, მშობლებს?

საფიქრებელი კითხვები

როგორ შეიძლება გახდე ამბიციური?

როგორ შეგიძლია თავი დაიცვა იმისგან, რომ ამპარტავნობის სენით არ დაავადდე?

რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

რჩევა: წარმოიდგინე, როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ამბავი. როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები, აბესალომი ამბიციური კი არა, თავმდაბალი რომ ყოფილიყო? (იგავები 18:12).