წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2012

 იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ იგზავნებოდა წერილები ბიბლიურ დროში?

სპარსელი მალემსრბოლი

სპარსეთის სამეფო კარი სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადასატანად მალემსრბოლებს იყენებდა. ბიბლიის წიგნ „ესთერში“ აღწერილია, თუ როგორ ხდებოდა ეს: „მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა მან [მორდოქაიმ] წერილები, მეფის ბეჭდით დაბეჭდა ისინი და დაგზავნა ცხენოსანი შიკრიკების ხელით, რომლებიც სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადამტან ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი, სწრაფი ბედაურების ნაშიერებზე“ (ესთერი 8:10). მსგავსი სახით ხდებოდა რომის იმპერიაშიც სახელმწიფო თუ სამხედრო უწყებების დანიშნულების ადგილამდე მიტანა.

კერძო პირებისთვის განკუთვნილი წერილები, მაგალითად, პავლე მოციქულისა თუ სხვების წერილები, ასეთი სახით არ იგზავნებოდა. მდიდრები, ჩვეულებრივ, მონას აგზავნიდნენ და წერილს ატანდნენ. უმეტესობა წერილებს ნაცნობებს და ზოგჯერ უცნობებსაც კი ატანდა, თუ ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით მიდიოდნენ. ასე რომ, შიკრიკის როლი შეიძლება შეეთავსებინათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეომრებსა და ვაჭრებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, სწორად განესაზღვრათ, რამდენად სანდო ადამიანს ატანდნენ წერილს და მიაღწევდა თუ არა ცნობა ადრესატამდე უცვლელი სახით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლე თავის ზოგიერთ წერილს იმ თანაქრისტიანებს ატანდა, რომლებიც მოგზაურობდნენ (ეფესოელები 6:21, 22; კოლოსელები 4:7).

როგორ ხდებოდა ყიდვა-გაყიდვა ძველ ისრაელში?

ქვის რელიეფი, რომელზეც ხილის ბაზარია გამოსახული

ძველად ისრაელები, ძირითადად, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. ხდებოდა აღებ-მიცემაც. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ბაზრები ქალაქის კარიბჭეებთან მაგალითად, „ცხვრის კარიბჭესთან“, „თევზის კარიბჭესთან“ და „თიხის ნატეხების კარიბჭესთან“ იყო განლაგებული (ნეემია 3:1, 3; იერემია 19:2). როგორც ჩანს, ამ კარიბჭეებს სახელი იმის მიხედვით დაერქვათ, რაც მათ სიახლოვეს იყიდებოდა. ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია, რომ იერუსალიმში იყო „მცხობელთა ქუჩა“ და სხვა არაერთი ადგილი, სადაც ამა თუ იმ საქონლით ვაჭრობდნენ (იერემია 37:21).

რის თქმა შეიძლება საბაზრო ფასებზე? ბიბლიის ერთი კომენტატორი ამბობს: „დროის სვლასთან ერთად ფასებიც იცვლებოდა, ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულ დროსა და ადგილას რა ღირდა ესა თუ ის საქონელი“. უძველესი წყაროებიდან, მათ შორის ბიბლიიდანაც, ვიგებთ, რომ ინფლაცია არც იმდროინდელი საზოგადოებისთვის იყო უცხო. მაგალითად, იმ დროს მონებით ვაჭრობდნენ. იოსები 20 ვერცხლად ანუ შესაძლოა 20 შეკელად გაყიდეს, რაც ძვ. წ. XVIII საუკუნეში მონის ფასი იყო (დაბადება 37:28). სამასი წლის შემდეგ კი მონის ღირებულება 30 შეკელი გახდა (გამოსვლა 21:32). ძვ. წ. VIII საუკუნეში მონის ღირებულება უკვე 50 შეკელს შეადგენდა (2 მეფეები 15:20). ორი საუკუნის მოგვიანებით, სპარსელთა მმართველობის დროს, მონების ფასმა 90 შეკელს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც. როგორც ჩანს, ფასების ზრდა მხოლოდ ჩვენი დროისთვის არ არის დამახასიათებელი.