წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2012

 მკითხველები გვეკითხებიან

ეწევიან იეჰოვას მოწმე ქალები რელიგიურ მსახურებას?

ეწევიან იეჰოვას მოწმე ქალები რელიგიურ მსახურებას?

მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე ქალი რელიგიური მსახურია. ისინი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა დიდ ლაშქარს შეადგენენ. ფსალმუნის 68:11-ში მათ შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“.

თუმცა, იეჰოვას მოწმე ქალების რელიგიური მსახურება არ უნდა აგვერიოს მსახურების ფორმაში, რომელსაც სხვა რელიგიის მსახური ქალები ასრულებენ. მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა. რით განსხვავდება მსახურების ეს ორი ფორმა ერთმანეთისგან?

მღვდელმსახურ ქალებს, განსაკუთრებით ქრისტიანული რელიგიების წარმომადგენლებს, სასულიერო წოდებები აქვთ მინიჭებული და, ძირითადად თავიანთ მრევლს ასწავლიან. იეჰოვას მოწმე ქალები კი კრების გარეთ ასწავლიან და უქადაგებენ ყველას, ვისაც ხვდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სახლებში.

კიდევ ერთი მხარე, რითაც განსხვავდება იეჰოვას მოწმე ქალების რელიგიური მსახურება სხვა რელიგიების წარმომადგენელ ქალთა მსახურებისგან, არის ის, რომ ქრისტიანული სამყაროს თუ სხვა რელიგიების მღვდელმსახური ქალები ზედამხედველობენ და ასწავლიან მრევლს თავიანთი რელიგიის ძირითად სწავლებებს. მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმე ქალები არ ასწავლიან კრებაში, როდესაც იქ მონათლული მამაკაცები არიან. კრებაში ასწავლიან მხოლოდ ის მამაკაცები, რომლებსაც სხვების დასწავლება ევალებათ (1 ტიმოთე 3:2; იაკობი 3:1).

ბიბლიის თანახმად, მხოლოდ მამაკაცს ევალება კრების ზედამხედველობა. ყურადღება მიაქციეთ, რა მაგალითი დაგვიტოვა ამ მხრივ პავლე მოციქულმა, რაც თავისი თანამსახურის, კრების ზედამხედველ ტიტეს მიმართ მიწერილი წერილიდან გამოჩნდა: „კრეტაში იმიტომ დაგტოვე, რომ . . . ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო“. პავლემ ისიც დასძინა, რომ თითოეული მამაკაცი, რომელსაც კრების ზედამხედველობა დაევალებოდა, „ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი“ უნდა ყოფილიყო (ტიტე 1:5, 6). პავლემ ასეთივე მითითებები მისცა თანამსახურ ტიმოთეს: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია. ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი . . . უნდა შეეძლოს სწავლება“ (1 ტიმოთე 3:1, 2).

რატომ აბარიათ კრების ზედამხედველობა მხოლოდ მამაკაცებს? პავლე ამბობს: „ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს, ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა“ (1 ტიმოთე 2:12, 13). ის ფაქტი, რომ ღმერთმა ქალი კაცის შემდეგ შექმნა, მიუთითებს იმაზე, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, სწორედ კაცს უნდა ესწავლებინა კრებისთვის და ყოფილიყო ზედამხედველი.

იეჰოვას მსახურები თავიანთი წინამძღოლის, იესო ქრისტეს მაგალითს მიჰყვებიან. ლუკამ იესოს მსახურების შესახებ თქვა: „ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“. მოგვიანებით, იესომ თავისი მიმდევრები ამავე დავალებით გაგზავნა. „ისინიც წავიდნენ, იმ მიდამოებში მდებარე სოფლები მოიარეს და ყველგან აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (ლუკა 8:1; 9:2—6).

დღეს იეჰოვას მსახურები, კაცებიც და ქალებიც, აქტიურად მონაწილეობენ იმ საქმეში, რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).