წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2012

 დაუახლოვდით ღმერთს

„გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“

„გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“

რას იგრძნობდით, თუ ისეთ ბოროტმოქმედებაში დაგადანაშაულებდნენ, რომელიც არ ჩაგიდენიათ და განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩადენილმა ბოროტმოქმედებამ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დააზარალა? რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებდით იმისათვის, რომ რეპუტაცია არ შეგლახვოდათ. იცოდით, რომ იეჰოვაც მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა? დღეს ბევრი უსაფუძვლოდ ადანაშაულებს ღმერთს იმაში, რომ თითქოსდა მას მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვასა და უსამართლობაში. ცდილობს ღმერთი განწმინდოს თავისი სახელი, რომელსაც ჩირქი მოსცხეს? რასაკვირველია. ვნახოთ, რა არის ნათქვამი წიგნ „ეზეკიელში“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 39:7).

„მეტად აღარავის შევაბღალვინებ ჩემს წმინდა სახელს“, — ამბობს იეჰოვა. როდესაც ადამიანები ღმერთს უსამართლობაში ადანაშაულებენ, მის სახელს ბღალავენ. ბიბლია „სახელში“ ხშირად რეპუტაციასაც მოიაზრებს. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ღვთის სახელი მიუთითებს იმაზე, თუ „რა არის მის შესახებ ცნობილი — თავად როგორ გვაცნობს საკუთარ თავს და აგრეთვე როგორ ამახვილებს ყურადღებას თავის სიდიადესა და აღმატებულობაზე“. იეჰოვას სახელი მის რეპუტაციასაც უსვამს ხაზს. როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას უსამართლობის მიმართ? მას სძულს უსამართლობა! უფრო მეტიც, იგი თანაუგრძნობს უსამართლობის მსხვერპლთ (გამოსვლა 22:22—24). * როცა ადამიანები ისეთ რამეს მიაწერენ ღმერთს, რაც მას სძულს, ამით მის რეპუტაციას ლახავენ. ამგვარად ისინი უპატივცემულოდ ეპყრობიან მის სახელს (ფსალმუნი 74:10).

ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა ამ მუხლში ორჯერ იმეორებს: „ჩემი წმინდა სახელი“ (მუხლი 7). ბიბლიაში ბევრ ადგილას იეჰოვას სახელი სიტყვა „წმინდასთან“ და „სიწმინდესთან“ არის გაიგივებული. სიტყვა „წმინდა“ მოიაზრებს „გამოცალკევებას“; ის აგრეთვე გულისხმობს სიწმინდესა და სისპეტაკეს. იეჰოვას სახელი არის წმინდა, რადგან ღმერთი, რომელიც ამ სახელს ატარებს, თავად წმინდაა და შორს დგას ცოდვისა და ყოველგვარი უწმინდურებისგან. წარმოგიდგენიათ, რაოდენ ბღალავენ იეჰოვას წმინდა სახელს ისინი, ვინც მას ბოროტებაში ადანაშაულებენ?!

იეჰოვას განზრახული აქვს, რომ თავისი სახელი განწმინდოს სამეფოს მეშვეობით, რომელიც ბიბლიის მთავარი თემაა. ამაზე წიგნ „ეზეკიელშიც“ არაერთხელ არის ყურადღება გამახვილებული: „გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკიელი 36:23; 37:28; 38:23; 39:7). ალბათ შენიშნავდით, რომ ერები თავად კი არ გადაწყვეტენ, გაიგონ თუ არა, ვინ არის სინამდვილეში იეჰოვა, არამედ მათ მოუწევთ ამის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა ზომებს მიიღებს, რომ ერებმა აღიარონ, რომ ის არის სამყაროს უზენაესი უფალი, რომლის სახელიც წმინდა და სპეტაკია.

იეჰოვას სიტყვები, „გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“, რომელსაც არაერთხელ ვხვდებით ბიბლიაში, სასიხარულოა მათთვის, ვისაც ერთი სული აქვს, იხილოს, როდის მოეღება ბოლო უსამართლობასა და ტანჯვას. იეჰოვა მალე შეასრულებს თავის პირობას და განწმენდს თავის სახელს. ის აღმოფხვრის ბოროტებას და მათ, ვინც აღვივებს ბოროტებას, მაგრამ ის იხსნის მათ, ვინც აღიარებს და პატივს სცემს მის სახელს და კარგად ესმის ამ სახელის მნიშვნელობა (იგავები 18:10). გაგიჩნდათ სურვილი, დაუახლოვდეთ იეჰოვას, წმინდა ღმერთს, რომელიც „სამართლიანობის მოყვარულია“? (ფსალმუნი 37:9—11, 28).

სექტემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

^ აბზ. 4 იხილეთ სტატია რუბრიკიდან „დაუახლოვდით ღმერთს — სამართლიანობის მოყვარული“, „საგუშაგო კოშკი“, 2008 წლის 1 ნოემბერი.