წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2012

 ასწავლეთ შვილებს

„ის მიეკრა იეჰოვას“

„ის მიეკრა იეჰოვას“

თქვამთ ოდესმე შენზე, რომ დედას ხარ მიკრული? ~ * ბავშვებზე ხშირად ამბობენ, რომ მამას ან დედას არიან მიკრული. მოდი, ვისაუბროთ ღვთის მსახურზე, რომელზეც ბიბლიაში წერია, რომ „მიეკრა იეჰოვას“, ჭეშმარიტ ღმერთს. მისი სახელია ხიზკია. ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან.

ხიზკიას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამამისი, ახაზი, იუდას მეფე იყო. მან იეჰოვას ზურგი აქცია. ხიზკია ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა მამამისმა ახაზმა ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო. ახაზმა, ერთ-ერთი თავისი ვაჟი, ხიზკიას ძმა, მოკლა და მსხვერპლად შესწირა ღმერთს, რომელსაც ეთაყვანებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახაზი აგრძელებდა ასეთი ამაზრზენი საქმეების კეთებას, ხიზკია მაინც იეჰოვას ერთგული იყო. როგორ ფიქრობ, ადვილი იქნებოდა მისთვის ამის გაკეთება? ~ რასაკვირველია, არა. მაგრამ ხიზკია გულს არ იტეხდა. მოდი გავიგოთ, როგორ შეძლო მან იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.

ხიზკია ღვთის იმ მსახურების მაგალითებზე ფიქრობდა, რომლებიც იეჰოვას „მიეკრნენ“. ღვთის ერთ-ერთი ასეთი ერთგული მსახური იყო დავითი. მართალია, დავითი ხიზკიამდე საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა, მაგრამ ხიზკიას შეეძლო წმინდა წერილებიდან გაეცნო იგი. დავითი წერდა: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“.

იცი, რა დაეხმარა დავითს, იეჰოვას ერთგული ყოფილიყო? ~ რწმენა. დავითი დარწმუნებული იყო, რომ მორჩილების შემთხვევაში იეჰოვა ყოველთვის მხარში ამოუდგებოდა. დავითზე ფიქრი, უეჭველად, დაეხმარა ხიზკიას, „მიჰკვროდა“ ანუ დამორჩილებოდა  იეჰოვას. შენც შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ თუ „მიეკვრები“ ანუ დაემორჩილები იეჰოვას, ის აუცილებლად დაგეხმარება.

როგორ მოიქცევი, თუ შენი მშობლები არ ემსახურებიან იეჰოვას? ~ ღმერთი ამბობს, რომ ბავშვები მშობლებს უნდა დაემორჩილონ. შენც უნდა დაემორჩილო შენს მშობლებს. მაგრამ, თუ მშობლები ისეთი რამის გაკეთებას გთხოვენ, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, შეგიძლია აუხსნა მათ, რატომ არ აკეთებ ამას. შეიძლება ვინმემ ქურდობისკენ, ტყუილისკენ ან ისეთი რამისკენ გიბიძგოს, რაც ღმერთს არ მოსწონს. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, არ დაუჯერო. თუ ღმერთს დაემორჩილები, ყოველთვის სწორად მოიქცევი.

ბიბლიაში ღვთის მრავალი ერთგული მსახურის მაგალითია მოყვანილი, რომლებსაც შეგვიძლია მივბაძოთ. ხიზკიასთვის მხოლოდ დავითი არ იყო მისაბაძი. ის თავის პაპის, იოთამის, მაგალითზეც ფიქრობდა. მართალია, იოთამი ხიზკიას დაბადებამდე მოკვდა, მაგრამ მას ბევრი რამის გაგება შეეძლო მის შესახებ, როგორც დღეს ჩვენ შეგვიძლია ბიბლიიდან ბევრი რამის გაგება. ფიქრობ ღვთის იმ ერთგული მსახურების მაგალითზე, ვისაც გინდა, რომ მიბაძო? ~

მართალია, ბიბლიაში ჩაწერილია, თუ რა შეცდომები დაუშვეს ხიზკიამ, დავითმა, იოთამმა და სხვა არასრულყოფილმა ადამიანებმა, მაგრამ მათ უყვარდათ იეჰოვა, აღიარებდნენ თავიანთ შეცდომებს და ცდილობდნენ, სწორად მოქცეულიყვნენ. არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ ღვთის ძე, იესო, იყო სრულყოფილი. მოდი, კარგად გავეცნოთ ღვთის ძეს და მივბაძოთ მას.

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.