წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2015

„დააფასეთ ასეთი ადამიანები“

„დააფასეთ ასეთი ადამიანები“

„ერთგულმა და გონიერმა მონამ“ 1992 წლიდან სულიერად მოწიფული და გამოცდილი უხუცესები ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტების დამხმარეებად დანიშნა. * ეს დამხმარეები, რომლებიც „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები არიან, ხელმძღვანელ საბჭოს ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ (იოან. 10:16). ეს ძმები ყოველკვირეულად ესწრებიან იმ კომიტეტების შეხვედრებს, რომელთა დამხმარეებადაც მსახურობენ; ისინი ძმებს აწვდიან საჭირო ინფორმაციას და თავიანთ წინადადებებს სთავაზობენ. საბოლოო გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელი საბჭო იღებს, ხოლო დამხმარეები მიჰყვებიან მათ ხელმძღვანელობას და პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სპეციალურ და საერთაშორისო კონგრესებს სტუმრობენ, მათ დამხმარეებიც თან ახლავთ. დამხმარეებს, როგორც მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს, შეიძლება სხვადასხვა ფილიალის მონახულებაც დაევალოთ.

ძმა, რომელიც ამ ღონისძიების ამოქმედების დღიდან ერთ-ერთი კომიტეტის დამხმარედ მსახურობს, ამბობს: „როდესაც ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვასრულებ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მეტი დრო რჩებათ იმისათვის, რომ მთელი ყურადღება სულიერ საკითხებს დაუთმონ“. კიდევ ერთი ძმა, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია, რაც ხელმძღვანელი საბჭოს დამხმარედ მსახურობს, თავის მსახურებას ამგვარად აფასებს: „მართლაც წარმოუდგენელი პატივი მხვდა წილად“.

ხელმძღვანელი საბჭო დამხმარე ძმებს ბევრ საქმეს ანდობს და დიდად აფასებს ამ მუყაითი ძმების ერთგულ მსახურებას. დაე, ჩვენც დავაფასოთ ასეთი ადამიანები (ფილ. 2:29).

^ აბზ. 2 იმის თაობაზე, თუ რაზეა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი საბჭოს ექვსი კომიტეტიდან თითოეული, იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 12, ჩარჩო „როგორ იცავს ხელმძღვანელი საბჭო სამეფოს ინტერესებს?“.