წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2015

ტყის მასივი გალილეაში

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იყო ძველ ისრაელში ტყეები, როგორც ამას ბიბლია გვაუწყებს?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღთქმული მიწის ზოგიერთი მხარე ტყიანი იყო (1 მეფ. 10:27; იეს. 17:15, 18). თუმცა დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე ხეები საერთოდ არაა; აქედან გამომდინარე, სკეპტიკოსები შესაძლოა ფიქრობენ, რამდენად შეესაბამება ბიბლიის მონათხრობი სინამდვილეს.

სიკომოროს ლეღვის ტოტი

ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ, რომ „ტყის მასივს ძველ ისრაელში დღევანდელთან შედარებით გაცილებით დიდი ფართობი ეკავა“ (Life in Biblical Israel). მთიანი რეგიონების ბუნებრივ საფარს ძირითადად შეადგენდა ალეპოს ფიჭვი, მარადმწვანე მუხა და ტერებინთი. შეფელაში, რომელიც ცენტრალურ მთათა სისტემასა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს შორის არსებულ მთისწინეთს მოიცავს, აგრეთვე მრავლად ხარობდა სიკომოროს ლეღვი.

წიგნში, „ბიბლიის მცენარეები“, ნათქვამია, რომ დღევანდელი ისრაელის ზოგიერთ მხარეში საერთოდ ვერ წააწყდებით ხეს. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი? წიგნი გვპასუხობს, რომ ასეთი ვითარება დროთა განმავლობაში შეიქმნა; მასში ახსნილია: „ადამიანი გამუდმებით აჩანაგებდა მცენარეულ საფარს, უმთავრესად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაფართოებისა თუ შეშისა და საშენი მასალის მოპოვების მიზნით“.