არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2015

 ჩვენი არქივიდან

სასადილოში სიყვარული სუფევდა!

სასადილოში სიყვარული სუფევდა!

ჩვენ ყოველთვის დიდ სიხარულს გვგვრის იეჰოვას მომზადებულ სულიერ ნადიმზე ყოფნა. სიხარულს ისიც გვგვრის, რომ და-ძმებს ფიზიკურ საზრდოს ვუზიარებთ.

1919 წლის სექტემბერში ბიბლიის მკვლევრებმა სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 8-დღიანი კონგრესი გამართეს. ძმებმა იზრუნეს ჩამოსულ დელეგატებზე — წინასწარ დაჯავშნეს სასტუმროები, რათა მათ ღამის გასათევიც ჰქონოდათ და საკვებიც. თუმცა კონგრესზე იმაზე მეტი დელეგატი ჩავიდა, ვიდრე ძმები ელოდნენ; მათმა რიცხვმა ათასები შეადგინა. ამდენი ხალხის დანახვაზე სასტუმროს ოფიციანტებმა იქაურობა დატოვეს. სასოწარკვეთილმა სასტუმროს მენეჯერმა იკითხა, ახალგაზრდა დელეგატებიდან ვინმეს ხომ არ შეეძლო დახმარების გაწევა. ბევრი სიხარულით დასთანხმდა. ერთ-ერთი მათგანი სეიდი გრინი გახლდათ. იგი იხსენებდა: „ცხოვრებაში პირველად მომიწია ოფიციანტობა. თუმცა და-ძმებთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო“.

სიერა-ლეონე, 1982 წელი

მომდევნო წლებში კონგრესებისთვის გამართულ სასადილოებში უამრავ მოხალისეს ეძლეოდა საშუალება, სიხარულით მომსახურებოდნენ და-ძმებს. თანაქრისტიანებთან თანამშრომლობის შედეგად მრავალმა ახალგაზრდამ სულიერი მიზნებიც დაისახა. გლედის ბოლტონი 1937 წელს გამართულ ერთ-ერთ კონგრესზე სასადილოში მსახურობდა. იგი იხსენებდა: „გავიცანი სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ხალხი და გავიგე, თუ როგორ დაძლიეს მათ სირთულეები. სწორედ მაშინ გამიჩნდა პიონერად მსახურების სურვილი“.

კონგრესის ერთმა დელეგატმა ბეულა ქოუვიმ აღნიშნა: „კონგრესზე მომსახურე პერსონალის დახმარებით ყველაფერი საათივით იყო აწყობილი“. თუმცა სიძნელეებიც იყო. ანჯელო მანერამ, როცა 1969 წელს დოდჯერსის (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) სტადიონზე გამართულ კონგრესზე ჩავიდა, მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ სასადილოში უნდა ემსახურა. მან გულწრფელად თქვა: „თავზარი დამეცა“. ამ კონგრესისთვის ძმებმა 400-მეტრიანი თხრილი გაიყვანეს, რათა გაზის მილი სამზარეულომდე მიეყვანათ.

ფრანკფურტი (გერმანია), 1951 წელი

1982 წელს სიერა-ლეონეში კონგრესის ჩასატარებლად გამრჯე მოხალისეებმა ჯერ მინდორი დაასუფთავეს და შემდეგ ხელთ არსებული მასალებით სასადილოც გამართეს. 1951 წელს ფრანკფურტში (გერმანია) მოხერხებულმა ძმებმა დაიქირავეს ლოკომოტივი, რომელიც ორთქლის მეშვეობით შესაძლებელს ხდიდა საჭმლის მომზადებას 40 დიდ ქვაბში. მომსახურე პერსონალი  საათში 30 000 კაცს უნაწილებდა საკვებს. ჭურჭლის სამრეცხაოში მომუშავე 576 და-ძმისთვის საქმე რომ შეემსუბუქებინათ, დელეგატებს კონგრესზე თავიანთი დანა-ჩანგალი მიჰქონდათ. იანგონში (მიანმა) კი მზრუნველმა მზარეულებმა გაითვალისწინეს ჩასული დელეგატები და კერძებს, ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებად გაუკეთეს ცხარე სანელებლები.

„ზეზეულად ჭამენ“

შეერთებულ შტატებში 1950 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კონგრესის სასადილოს გრძელ რიგში, მცხუნვარე მზის გულზე დგომა ენი პოგენსისთვის კურთხევა აღმოჩნდა. მან აღნიშნა: „შევესწარი ორი დის გულთბილ საუბარს, რამაც ძალიან გამაოცა. ისინი შტატებში ევროპიდან გემით ჩამოსულიყვნენ“. დები საუბრობდნენ, თუ როგორ შეუწყო მათ იეჰოვამ ხელი, კონგრესს რომ დასწრებოდნენ. ენიმ დასძინა: „მათზე ბედნიერი არავინ იყო. თაკარა მზეზე რიგში დგომა ამ დებისთვის არაფერი იყო“.

სეული (კორეა), 1963 წელი

დიდ კონგრესებზე სასადილოდ გამართულ უშველებელ კარვებში მაღალი მაგიდები იყო ჩამწკრივებული. ამ მაგიდებთან დელეგატები ფეხზე მდგარნი სწრაფად მიირთმევდნენ, რათა სხვებსაც შეძლებოდათ სადილობა. სხვაგვარად ათასობით ადამიანის დაპურება შეუძლებელი იქნებოდა. კონგრესზე ერთმა დამსწრემ, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, აღნიშნა: „რა უცნაური რელიგიაა. ზეზეულად ჭამენ“.

სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები გაოცებულები იყვნენ, როცა ხედავდნენ ჩვენს სიმარჯვესა და ორგანიზებულობას. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალმა იანკის სტადიონზე (ნიუ-იორკი) ჩვენი სასადილო დაათვალიერა, ბრიტანეთის სამხედრო უწყების მაიორს ფოლკნერს უთხრა, რომ მასაც დაეთვალიერებინა სასადილო. ფოლკნერი მეუღლესთან ერთად მართლაც მივიდა 1955 წელს თვიკენჰემის (ინგლისი) სტადიონზე გამართულ კონგრესზე სახელწოდებით „გამარჯვებული სამეფო“. მან აღნიშნა, რომ სასადილოში სიყვარული სუფევდა.

ათწლეულების განმავლობაში მოხალისეები კონგრესზე დამსწრეთ სიყვარულით უმასპინძლდებოდნენ ნოყიერი, თუმცა უბრალო საკვებით. ამ შრომატევადი საქმის შესასრულებლად უამრავი მოხალისე არაერთი საათის განმავლობაში შრომობდა, რის გამოც პროგრამის რაღაც ნაწილს ისმენდნენ ან საერთოდ ვერ ისმენდნენ მას. თუმცა 1970-იანი წლების მიწურულს კონგრესზე დამსწრეთათვის კვებასთან დაკავშირებული საკითხი გამარტივდა. ხოლო 1995 წლის დასაწყისში დელეგატებს მოუწოდეს, რომ კონგრესებზე თავიანთი საკვებით მოსულიყვნენ. შედეგად, აღარც ამდენი მოხალისე იყო საჭირო და აღარც სასადილოსთვის გათვალისწინებული ინვენტარი. გარდა ამისა, ამ ცვლილებამ და-ძმებს, რომლებიც საკვებს ამზადებდნენ და სასადილოში მსახურობდნენ, საშუალება მისცა, დამტკბარიყვნენ სულიერი პროგრამით და თანაქრისტიანებთან ურთიერთობით. *

იეჰოვა ნამდვილად აფასებდა მათ, ვინც თანაქრისტიანებისთვის ასე მძიმედ შრომობდა. ალბათ, ზოგი დღესაც სიხარულით იხსენებს სასადილოში მსახურების პერიოდს. თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა: კონგრესებზე კვლავაც სიყვარული სუფევს (იოან. 13:34, 35).

^ აბზ. 12 დღეს და-ძმებს საშუალება ეძლევათ, რომ მოხალისეებად იმსახურონ კონგრესის ამა თუ იმ განყოფილებაში.

გაიგეთ მეტი

განსაკუთრებული შეხვედრები

„მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ და დაუვიწყარი კონგრესები

50 წლის წინ 583-მა იეჰოვას მოწმემ ათი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოს შემოუარა.

განსაკუთრებული შეხვედრები

1963 წელს ჩატარებული დაუვიწყარი საერთაშორისო კონგრესები

უყურეთ ნაწყვეტებს 1963 წელს გადაღებული ორსაათიანი ფილმიდან, რომელიც ეხება 1963 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ დაუვიწყარ საერთაშორისო კონგრესებს.

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

იეჰოვა კრებს სიხარულით აღსავსე თავის მსახურებს

რა მსგავსებაა ბიბლიაში მოხსენიებულ დღესასწაულებსა და იეჰოვას მოწმეების კონგრესებს შორის? რატომ არის კარგი, რომ დავესწროთ კონგრესებს?