წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2015

თუ მოჭრიან ხეს, ისევ ამოიყრის ყლორტებს?

თუ მოჭრიან ხეს, ისევ ამოიყრის ყლორტებს?

ლიბანის უმშვენიერეს კედარს სილამაზით ნამდვილად ვერ შეედრება დაკოჟრილ-დაკორძილი ზეთისხილის ხე. თუმცა მას კედრისგან განსხვავებით, ვერაფერს აკლებს ვერც ზაფხულის ხვატი და ვერც ზამთრის სუსხი. ზოგი ზეთისხილის ხე 1 000 წელსაც კი ითვლის! მაშინაც კი, თუ მისი მერქანი ზიანდება, მძლავრი ფესვების წყალობით, ხე მუდამ ახალგაზრდავდება. და ვიდრე ფესვები ცოცხალია, მას ვერაფერი დაემუქრება!

ღვთის ერთგულ მსახურს, იობს, ღრმად სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთი მას კვლავ დაუბრუნებდა სიცოცხლეს (იობ. 14:13—15). ამის დასტურად მან ხის მაგალითი მოიყვანა; ხეში შესაძლოა იგი ზეთისხილის ხესაც გულისხმობდა. „იობის“ წიგნში ვკითხულობთ: „ხესაც კი აქვს იმედი, თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის [ყლორტებს]“. როდესაც მკაცრ გვალვას წვიმების სეზონი ცვლის, გამხმარი ზეთისხილის კუნძს სიცოცხლე უბრუნდება — მას ფესვებიდან ყლორტები ამოეყრება და როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ტოტი ახალი ნერგივით ექნება“ (იობ. 14:7—9).

იეჰოვასაც, მიწათმოქმედის მსგავსად, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარი თვალით იხილოს მოჭრილი ზეთისხილის ხეზე ამოყრილი ყლორტები, მთელი გულით სურს, სიცოცხლე დაუბრუნოს თავის ერთგულ მსახურებსა თუ სხვა ადამიანებს (მათ. 22:31, 32; იოან. 5:28, 29; საქ. 24:15). უდავოდ, უსაზღვრო სიხარული დაგვეუფლება, როცა მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ადამიანებს ვიხილავთ, რომლებიც კვლავ დატკბებიან სიცოცხლით!