არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივნისი 2014

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

14 ნისანს, დღის რომელ მონაკვეთში, უნდა დაკლულიყო საპასექო ცხვარი?

ბიბლიის ზოგ თარგმანში ვკითხულობთ, რომ საპასექო ცხვარი უნდა დაკლულიყო „ორ საღამოს შორის“. ეს პერიოდი მიუთითებს შებინდებულზე ანუ მწუხრის ჟამზე — დღის იმ მონაკვეთზე, როცა მზე ჩასულია, მაგრამ ჯერ არ ბნელა (გამ. 12:6) (12/15, გვერდები 18, 19).

რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ახალგაზრდებმა, რომ ცხოვრებაში ბრძნული არჩევანი გააკეთონ?

1უპირველესად ეძებონ „სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:19—34), 2) სხვების დახმარებაში პოვონ ბედნიერება (საქ. 20:35) და 3) გაიხარონ ახალგაზრდობაში იეჰოვას მსახურებით (ეკლ. 12:1) (1/15, გვერდები 19, 20.)

რა მიზნით გამოვიდა 1914 წლიდან მსოფლიო ასპარეზზე 4 მხედარი?

თეთრ ცხენზე ამხედრებულმა მხედარმა, იესო ქრისტემ, გაწმინდა ზეცა სატანისა და მისი დემონებისგან. ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი კი იმ ომების სიმბოლოა, რომელთა ქარცეცხლშიც მთელი მსოფლიო გაეხვა. რაც შეეხება შავ ცხენზე ამხედრებულ მხედარს, ის შიმშილის მომასწავებელია. ფერმიხდილი ცხენის მხედარს კი სასიკვდილო ჭირი მოაქვს, რომლითაც მილიონებს უსწრაფებს სიცოცხლეს (გამოცხ. 6:2—8) (2/1, გვერდები 6, 7).

როდის გაიმართება „კრავის ქორწილი“? (გამოცხ. 19:7)

„კრავის ქორწილი“ დიდი ბაბილონის დაცემისა და არმაგედონის შემდეგ გაიმართება ანუ მას შემდეგ, რაც მეფე იესო ქრისტე სრულ გამარჯვებას მოიპოვებს (2/15, გვერდი 10).

რის საფუძველზე ელოდნენ მესიას იესოს თანამედროვე იუდეველები? (ლუკ. 3:15)

დაბეჯითებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ პირველი საუკუნის იუდეველებს ისევე ესმოდათ დანიელის წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი მესიასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც — ჩვენ (დან. 9:24—27). თუმცა მათ შესაძლოა გაგებული ჰქონდათ, რა გამოუცხადა ანგელოზმა მწყემსებს ან რა თქვა წინასწარმეტყველმა ანამ, როცა ტაძარში ახალშობილი იესო იხილა. შესაძლოა მათ ყურს ისიც მისწვდა, რომ აღმოსავლელი ასტროლოგები იუდეველთა ახალდაბადებულ მეფეს ეძებდნენ (მათ. 2:1, 2). მოგვიანებით, იოანე ნათლისმცემელმაც თქვა, რომ მალე ქრისტე გამოჩნდებოდა (2/15, გვერდები 26, 27).

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სიტყვა ერთდროულად არ იყოს „დიახიც“ და „არაც“? (2 კორ. 1:18)

შესაძლოა ზოგჯერ მართლაც რთულია, სიტყვის ერთგულნი დავრჩეთ. მაგრამ, თუკი ვინმეს პირობას დავუდებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გადავიდეთ ნათქვამს (3/15, გვერდი 32).

როგორ გავუმკლავდეთ პორნოგრაფიის ყურების ცდუნებას?

1) მყისვე მოარიდეთ თვალი ეროტიკულ კადრებს; 2) იფიქრეთ დადებითზე, ილოცეთ და ამგვარად დაიცავით გონება; 3) დაუკვირდით თქვენს ნაბიჯებს — ნუ ესტუმრებით პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს და ნუ უყურებთ ასეთი შინაარსის ფილმებს (4/1, გვერდები 10—12).

რა მოულოდნელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქრისტიანი მეუღლის საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას?

ეს შვილებზე უარყოფითად აისახება როგორც ემოციურად, ისე ზნეობრივად. ისინი შესაძლოა მშობლებს გაუნაწყენდნენ. რაც შეეხებათ მეუღლეებს, მათ შემთხვევაში მრუშობის ჩადენის საფრთხე მატულობს (4/15, გვერდები 19, 20).

რატომ უმტვრევდნენ წვივებს დამნაშავეებს სიკვდილით დასჯის დროს?

რომაელები ზოგ სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედს ძელზე ჰკიდებდნენ. როცა იესო სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად ძელზე გააკრეს, იუდეველებმა მოითხოვეს, რომ მათთვის წვივები გადაემტვრიათ, რაც მათ სუნთქვას გაუძნელებდა და სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აქედან გამომდინარე, მათი ცხედრები მთელი ღამე აღარ დარჩებოდა ძელზე (კან. 21:22, 23) (5/1, გვერდი 11).

მსახურების დროს რომელი 4 კითხვა უნდა გვიტრიალებდეს გონებაში?

სასურველია, თუ მხედველობაში გვექნება შემდეგი კითხვები: ვის ვუქადაგებთ? სად ვქადაგებთ? როდის ვქადაგებთ? როგორ ვქადაგებთ? (5/15, გვერდები 12—15).

რამდენად მომაკვდინებელია თამბაქოს წევა?

გასულ საუკუნეში თამბაქომ იმსხვერპლა 100 000 000 ადამიანი. არსებული სტატისტიკის თანახმად, თამბაქოს წევის შედეგად წელიწადში 6 000 000 ადამიანი იღუპება (6/1, გვერდი 3).