წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2014

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რას ნიშნავდა ბიბლიურ დროში ტანსაცმლის შემოხევა?

წმინდა წერილებში ჩაწერილია არაერთი შემთხვევა, სადაც ბიბლიური პერსონაჟები ტანსაცმელს იხევენ. თანამედროვე მკითხველთათვის ასეთი საქციელი საკმაოდ უცნაურია, თუმცა იუდეველები ასე გამოხატავდნენ უკიდურეს გულგატეხილობას, მწუხარებას, დამცირებას, ბრაზსა და გლოვას.

მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ რეუბენმა „შემოიხია ტანსაცმელი“, როდესაც მიხვდა, რომ მისი გეგმა ჩაიშალა და იოსებს ვერაფრით უშველა, რადგან ის ძმებს უკვე ტყვედ გაეყიდათ. მათმა მამამ, იაკობმაც, „შემოიხია . . . მოსასხამი“, როცა დაასკვნა, რომ მისი ვაჟი, იოსები, ნადირმა დაგლიჯა (დაბ. 37:18—35). იობმაც „შემოიხია მოსასხამი“, როდესაც აცნობეს, რომ მისი ვაჟები და ასულები დაიხოცნენ (იობ. 1:18—20). მღვდელმთავარ ელის სწორედ „ტანსაცმელშემოხეულმა“ მაცნემ აუწყა, რომ ისრაელები ბრძოლაში დამარცხდნენ, მისი ვაჟები დაიხოცნენ, ხოლო შეთანხმების კიდობანი მტერმა წაიღო (1 სამ. 4:12—17). როდესაც იოშიამ კანონის სიტყვები მოისმინა და გააცნობიერა თავისი ხალხის ცოდვების სიმძიმე, „ტანსაცმელი შემოიხია“ (2 მეფ. 22:8—13).

გასამართლების დროს, როდესაც მღვდელმთავარმა კაიაფამ იესოსთვის წაყენებული ბრალდების თაობაზე მისი პასუხი მოისმინა, „შემოიხია ტანსაცმელი“ და იესოს მკრეხელი უწოდა (მათ. 26:59—66). რაბინთა ტრადიციის თანახმად, თუ ვინმე დაგმობდა ღვთის სახელს, ამის გამგონს ტანსაცმელი უნდა შემოეხია. თუმცა, იერუსალიმის განადგურების შემდეგ, რაბინთა შორის გავრცელდა ახალი მოსაზრება, რომლის თანახმადაც „ადამიანს, ვინც მოისმენდა ღვთის სახელის გმობას, აღარ მოეთხოვებოდა ტანსაცმლის შემოხევა, რათა მისი სამოსი ძონძებად არ ქცეულიყო“.

რა თქმა უნდა, თუ ტანსაცმლის შემოხევა ვინმესთვის მხოლოდ ფორმალობა იყო და არა მისი სულის გამოძახილი, ამას იეჰოვას თვალში არანაირი ფასი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ მოუწოდა იეჰოვამ თავის ხალხს: „გულები დაიგლიჯეთ და არა ტანსაცმელი“ (იოელ. 2:13).