წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2013

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

როდის უქადაგა იესომ „საპყრობილეში სულებს“? (1 პეტ. 3:19).

როგორც ჩანს, იესომ მკვდრეთით აღდგომიდან გარკვეული ხნის შემდეგ გამოუცხადა ბოროტ სულებს მათი განაჩენის შესახებ (6/15, გვერდი 23).

რომელი სამი პრობლემა უქმნის სირთულეს მეორე ქორწინებას?

პრობლემები იწყება, როცა პირველი ქორწინება ჩრდილავს მეორეს. პრობლემები შეიძლება წარმოშვას ძველ მეგობრებთან ურთიერთობამაც, რომელთაც თქვენი ახლანდელი მეუღლე არ იცნობს. პრობლემებს ქმნის აგრეთვე უნდობლობა, რომელსაც იწვევს ყოფილი მეუღლის ღალატით გამოწვეული შიში (7/1, გვერდები 9, 10).

როდის გამოაცალკევებს იესო „ცხვრებს“ და „თხებს“? (მათ. 25:36)

„ცხვრებად“ და „თხებად“ იესო ხალხს დიდი გასაჭირის დროს გამოაცალკევებს. დიდი გასაჭირი დაიწყება ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ (7/15, გვერდი 6).

როდის დაიწყებენ „ტირილსა“ და „კბილთა ღრჭენას“ ხორბლისა და სარეველას იგავში მოხსენიებული უკანონობის ჩამდენნი? (მათ. 13:36, 41, 42).

როცა გააცნობიერებენ, რომ თავს ვერ დააღწევენ განადგურებას (7/15, გვერდი 13).

როდის შესრულდა ერთგულ და გონიერი მონასთან დაკავშირებით იესოს წარმოთქმული სიტყვები? (მათ. 24:45—47).

ეს სიტყვები არ შესრულებულა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე; ეს სიტყვები 1914 წლის შემდეგ შესრულდა. იესომ ერთგული და გონიერი მონა დანიშნა 1919 წელს თავის შინაურებზე, რომ სულიერად გამოეკვება ისინი. შინაურებში შედის ყველა ქრისტიანი (7/15, გვერდები 21—23).

როდის აბარებს იესო მთელ თავის ქონებას მონას?

ეს მოხდება მომავალში, დიდი გასაჭირის დროს, როცა ერთგული და გონიერი მონა ზეციურ ჯილდოს მიიღებს (7/15, გვერდი 25).

იმიტომ არ არის ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი სახელით, რომ ცუდი ადამიანი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო?

არა, ეს ასე არ არის. ბიბლიაში მოხსენიებულია კარგი ადამიანების სახელებიც და ცუდი ადამიანებისაც (რუთ. 4:1—3; მათ. 26:18). საინტერესოა, რომ ბიბლია მხოლოდ ორი ერთგული ანგელოზის სახელს გვიმჟღავნებს (8/1, გვერდი 10).

ღვთის დახმარების გარდა, კიდევ რამ გადაარჩინა სიკვდილს 230 იეჰოვას მოწმე, რომლებიც ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან ხანგრძლივ სასიკვდილო მარშს გაუყენეს?

შიმშილისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ღონემიხდილი პატიმრები არ წყვეტდნენ ერთმანეთის გამხნევებას (8/15, გვერდი 18).

რატომ ვმხნევდებით, როცა ვკითხულობთ, თუ როგორ გადაკვეთეს ისრაელებმა მდინარე იორდანე, ვიდრე აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ?

მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებული იყო, იეჰოვამ შეაჩერა მისი დინება, რათა მის ხალხს გადაეკვეთა ის. ამის შემხედვარე, რა თქმა უნდა, ისრაელებს ღვთისადმი რწმენა და ნდობა განუმტკიცდებოდათ. ეს ამბავი ჩვენც ძალიან გვამხნევებს (9/15, გვერდი 16).

რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბიბლია ხშირად მოიხსენიებს ფერებს?

ის, რომ ბიბლია ხშირად მოიხსენიებს ფერებს, იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთმა იცის, რა ძლიერ მოქმედებს ფერები ადამიანის ემოციებზე და რომ ის გვეხმარება საგნებისა და მოვლენების უკეთ დამახსოვრებაში (10/1, გვერდები 14, 15).

როგორ სრულდება დღეს მიქას 5:5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომელიც მთავრებსა და მწყემსებს ეხება?

მიქას 5:5-ში მოხსენიებულ შვიდ მწყემსსა და რვა მთავარს წარმოადგენენ კრების უხუცესები, რომლებიც ღვთის ხალხს აძლიერებენ, რათა მათ ნაწინასწარმეტყველებ თავდასხმას გაუძლონ (11/15, გვერდი 20).

რატომ გვჭირდება ღვთის დახმარება?

ღმერთი გვთავაზობს კარგ ხელმძღვანელობას და გვპასუხობს ცხოვრებისეულ კითხვებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის გვეხმარება, რომ ვიცხოვროთ კარგად და ბედნიერად; ღმერთი შეასრულებს თავის სიტყვაში მოცემულ დაპირებებს, რაც ჩვენს ბედნიერ მომავალს გახდის შესაძლებელს (12/1, გვერდები 4—6).