წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2013

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

აუცილებელია, რომ იმ მონათლული ძმის შვილები, რომელიც უხუცესის პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვის, ყველანი მონათლულები იყვნენ, როგორც ეს ტიტეს 1:6-ში წერია?

ტიტეს წერილის პირველ თავში მოციქულმა პავლემ ჩამოთვალა ის მოთხოვნები, რაც უხუცესად მსახურებისთვისაა საჭირო. სხვა მოთხოვნებთან ერთად მან თქვა, რომ ძმა უნდა იყოს ბრალდაუდებელი და უნდა ჰყავდეს მორწმუნე შვილები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხუცესის შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ მონათლულები, რადგან ზოგ შემთხვევაში ისინი საკმაოდ პატარები არიან. ასე რომ, ტიტეს 1:6 გულისხმობს იმას, რომ უხუცესის არასრულწლოვანი შვილები სანამ მშობლებთან ცხოვრობენ ან მონათლულები უნდა იყვნენ, ან უნდა სწავლობდნენ ბიბლიას, ცხოვრობდნენ ნასწავლის შესაბამისად და ისწრაფოდნენ ნათლობისკენ (1 კორ. 7:14). უხუცესი უნდა ცდილობდეს, შვილები მოწაფეებად მოამზადოს და ისინი არ უნდა იყვნენ „ურჩები და არც აღვირახსნილობაში ბრალდადებულები“.

ამ საკითხს უფრო კარგად გავიგებთ, თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ იყენებს, ბიბლია სიტყვას „მორწმუნე“. რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რწმენა სხვადასხვა საკითხის მიმართ (საქ. 26:27, 28; 1 თეს. 2:3, 11; იაკ. 2:19). მაგრამ „რწმენა“ ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია, ქრისტიანობის მიღებასთან და მონათვლასთან (საქ. 8:13; 18:8; შეადარეთ 19:1—5). ზოგადად, ნათლობა აჩვენებს იმას, რომ ადამიანი მორწმუნეა (საქ. 2:41, 44; 4:4, 32).

უხუცესის ზოგიერთი შვილი შეიძლება არ იყოს ფიზიკურად, ემოციურად ან სულიერად მზად, რომ მოინათლოს. თუმცა თუ ისინი თავიანთი ასაკისა და მდგომარეობის შესაბამისად ისწრაფვიან ნათლობისკენ, ტიტეს 1:6 მათ აღწერს, როგორც „მორწმუნე შვილებს“.