წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2013

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მართებული იქნება, რომ ქრისტიანი მშობლები კრების შეხვედრებზე თავიანთ გარიცხულ შვილთან დასხდნენ?

ზოგადად, არ ღირს ზედმეტი წუხილი იმაზე, თუ სად დაჯდება გარიცხული სამეფო დარბაზში. ეს ჟურნალი მოუწოდებს მშობლებს, თუ შესაძლებელია, დაეხმარონ თავიანთ გარიცხულ ბავშვს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ (გვერდები 16, 17 [რუს.]) საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მშობლებს შეუძლიათ ბიბლიის შესწავლაც კი ჩაუტარონ გარიცხულ არასრულწლოვან შვილს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. ამგვარად ბავშვი მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, რაც მას არასწორი გზიდან მობრუნებაში დაეხმარება.

შესაძლოა, გონივრული იყოს, რომ არასრულწლოვანი გარიცხული სამეფო დარბაზში კრების შეხვედრის დროს მშობლების გვერდით იჯდეს. ვინაიდან არ მოითხოვება, რომ გარიცხული სამეფო დარბაზში უკანა რიგებში იჯდეს, შესაბამისად, მას შეუძლია ნებისმიერ ადგილზე, სადაც მშობლები დასხდებიან, მათ გვერდით დაჯდეს. მშობლებს შვილების სულიერად აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრიათ. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა ხედავდნენ, რომ მათი ბავშვი კრების შეხვედრას ყურადღებით უსმენს. ამიტომ კარგია, მშობლებმა შვილი გვერდით დაისვან და არ დატოვონ უყურადღებოდ.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როცა გარიცხული ბავშვი არ ცხოვრობს მშობლებთან? წლების წინ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ნომერში ეწერა, რომ „ქრისტიანმა მშობლებმა თავიანთ გარიცხულ შვილებთან ურთიერთობისას, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ, სათანადო დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნონ“. * თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ, როცა ოჯახის წევრები გარიცხულ ოჯახის წევრს კრების შეხვედრაზე თავიანთ გვერდით ისვამენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მასთან ურთიერთობის საბაბს ეძებენ. თუ გარიცხულის ოჯახის წევრებს სათანადო დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ და ცდილობენ, მიჰყვნენ რჩევას, რომელიც გარიცხულებთან ურთიერთობას ეხება, წუხილის მიზეზიც ნაკლები იქნება (1 კორ. 5:11, 13; 2 იოან. 11).

როცა გარიცხული შესაფერისად იქცევა, მას შეუძლია დაჯდეს თავისი ოჯახის წევრების ან კრების სხვა წევრების გვერდით და ამან არ უნდა შექმნას გაუგებრობა კრებაში. შეზღუდვამ იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იჯდეს გარიცხული, შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. თუ კრების ყველა წევრი, გარიცხულის მშობლების ჩათვლით, აფასებს გარიცხულებთან დაკავშირებით ბიბლიურ პრინციპს და ეს არავის აბრკოლებს, მაშინ ნამდვილად არ ღირს წუხილი იმაზე, ვინ სად დაჯდება კრების შეხვედრის დროს. *

^ აბზ. 5 იხილეთ 1982 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23 (რუს.).

^ აბზ. 6 ეს სტატია ახლებურად აშუქებს იმ საკითხს, რომელიც 1953 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ 223-ე გვერდზე იყო განხილული (ინგლ.).