წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2013

„რა საოცარი სურათებია!“

„რა საოცარი სურათებია!“

ახალი ჟურნალის გადაშლისას რამდენჯერ მოგსვლიათ თავში ეს სიტყვები ან რამდენჯერ გითქვამთ ეს სხვებისთვის? გულდასმით მომზადებული ფოტოსურათები და ნახატები სწავლაში დამხმარე საშუალებებია და ფიქრისკენ აღგვძრავს; განსაკუთრებით გვეხმარება „საგუშაგო კოშკის“ მომზადებისა და კრებაზე მისი განხილვის დროს.

შეგიძლიათ აღნიშნოთ, თუ რა კრიტერიუმით შეარჩიეს თითოეული სასწავლო სტატიის პირველ გვერდზე მოცემული სურათი? რა არის აღწერილი ამ სურათზე? როგორ ეხება ის სტატიის სათაურსა და წამყვან მუხლს? დააკვირდით, როგორ უკავშირდება ეს და სხვა სურათები განსახილველ საკითხს და თქვენს პირად ცხოვრებას.

„საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩამტარებელმა აუდიტორიას აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მისცეს და ჰკითხოს, თუ როგორ უკავშირდება ესა თუ ის სურათი მოცემულ სტატიას ან პირადად მათზე როგორ მოქმედებს. ზოგჯერ სურათს წარწერა კონკრეტულ აბზაცთან აკავშირებს. სხვა შემთხვევაში ჩამტარებელი თავად წყვეტს, რომელი სურათი რომელ აბზაცს დაუკავშიროს და აუდიტორიას სთხოვს აზრის გამოთქმას. ასეთი სახის განხილვა აუდიტორიას ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაციის უკეთ წარმოდგენაში ეხმარება.

ერთი ძმა ამბობს: „ლამაზად დაწერილი სტატია, რომელიც ლამაზადვეა დასურათებული, ჰგავს ლამაზ სურათს ლამაზ ჩარჩოში“.

გაიგეთ მეტი

სურათები მკითხველს ეხმარება, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული

იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში მოცემულია მრავალფეროვანი ილუსტრაციები, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ფოტოსურათები, რომლებიც კარგად ასახავს ტექსტის შინაარსს

როგორ იღებენ ფოტოგრაფები სურათებს ჩვენი პუბლიკაციებისთვის ისე, რომ კარგად ასახავდეს ტექსტის შინაარსს?