წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2013

 ჩვენი არქივიდან

მათ მტკიცედ გაუძლეს „გამოცდის საათს“

მათ მტკიცედ გაუძლეს „გამოცდის საათს“

1914 წელს, როდესაც I-მა მსოფლიო ომმა იფეთქა, ბიბლიის მკვლევართა ნეიტრალურმა პოზიციამ ფართო მასების ყურადღება მიიპყრო (ეს. 2:2—4; იოან. 18:36; ეფეს. 6:12). რა მდგომარეობა იყო ამ დროს ბრიტანეთში?

ჰენრი ჰადსონი

1916 წელს ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, სამხედრო სამსახურში იწვევდნენ ყველა დაუქორწინებელ მამაკაცს 18-დან 40 წლამდე. კანონი სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა მათ, ვინც აღმსარებლობისა თუ სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. მთავრობამ შექმნა სპეციალური საბჭო, რათა მას განესაზღვრა, ვინ და როგორი სახით გაეთავისუფლებინა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.

ძალიან მალე 40 ბიბლიის მკვლევარი იხდიდა სასჯელს სხვადასხვა სამხედრო ციხეში, ამასთან, 8 მათგანი გაგზავნილ იქნა საფრანგეთში ფრონტზე. ამ უსამართლო ქმედების გამო ძმებმა ბრიტანეთის იმდროინდელ პრემიერ მინისტრს, ჰერბერტ ასკვითს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს, რომელსაც თანდართული ჰქონდა პეტიცია 500 ხელმოწერით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საფრანგეთში ფრონტზე გაგზავნილ 8 კაცს, რომლებმაც სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს, დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი. სასჯელის სისრულეში მოყვანამდე, სანამ ჯარისკაცები სასხლეტებს გამოჰკრავდნენ, მოულოდნელად მათი განაჩენი შეიცვალა და ძმებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სასჯელის მოსახდელად ისინი ინგლისის ციხეებში გადაიყვანეს.

ჯეიმზ ფრედერიკ სკოტი

ვინაიდან ომი გაგრძელდა, სამხედრო სამსახური დაქორწინებულებსაც შეეხო. მანჩესტერში (ინგლისი) გამართულ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა ერთ-ერთი ბიბლიის მკვლევრის, პროფესიით ექიმის, ჰენრი ჰადსონის საქმე, რომელიც უარს ამბობდა სამხედრო სამსახურში მონაწილეობის მიღებაზე. 1916 წლის 3 აგვისტოს ის დამნაშავედ ცნეს, ჯარიმის სახით გარკვეული თანხა დააკისრეს და მისი საქმე სამხედრო სამსახურს გადასცეს. ამავე პერიოდში მსგავსი სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა ედინბურგში (შოტლანდია). სასამართლომ 25 წლის წიგნების დამტარებელი ჯეიმზ ფრედერიკ სკოტი უდანაშაულოდ ცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მორიგი სასამართლო პროცესი ლონდონში გამართული სხვა სასამართლო პროცესის გამო გადაიდო. ამ პროცესზე სასამართლომ ძმა ჰერბერტ კიპსი დამნაშავედ ცნო, ჯარიმა შეუფარდა და მისი საქმეც სამხედრო სამსახურს გადასცეს.

1916 წლის სექტემბერში 264-მა ძმამ მიმართა სასამართლოს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. 5 მათგანი გაათავისუფლეს, 154 ალტერნატიულ სამსახურში გაგზავნეს, 23 სამხედრო სამსახურში გაანაწილეს ისეთ სამუშაოზე, რომელიც უშუალოდ არ იყო დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან, 82 ძმის საქმე კი სამხედრო სამსახურს გადააბარეს, რომელთაგანაც ზოგი მოგვიანებით დააპატიმრეს. ასეთმა სისასტიკემ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც მთავრობამ ძმები სამხედრო ციხეებიდან შრომა-გასწორების ბანაკებში გადაიყვანა.

 პრაის ჰიუზი, რომელიც მოგვიანებით ბრიტანეთში ფილიალის ზედამხედველად მსახურობდა, ედგარ კლეისთან ერთად იმ პერიოდში უელსში კაშხლის მშენებლობაზე მუშაობდა. საფრანგეთიდან დაბრუნებული 8 ძმიდან ერთ-ერთი, ჰერბერტ სინიერი უეიკფილდის (იორქშირი) ციხეში გაგზავნეს. სხვები დარტმურის ციხეში მძიმედ შრომობდნენ და საშინელ პირობებში იხდიდნენ სასჯელს; მათ სინდისის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე; ისინი ამ მიზეზით დაპატიმრებულთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენდნენ.

პრაის ჰიუზი

ერთ-ერთ ბიბლიის მკვლევარს, ფრანკ პლეტს ისეთი სამუშაოს შესრულება დააკისრეს, რომელიც უშუალოდ არ იყო დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. მოგვიანებით, როცა პლეტმა უარი თქვა ომში მონაწილეობაზე, მას საკმაოდ ხანგრძლივი და სასტიკი წინააღმდეგობის ატანა მოუწია. ატკინსონ პაჯეტმა სამხედრო სამსახურში მსახურების დროს გაიგო ჭეშმარიტება და უარი განაცხადა იარაღის ხელში აღებაზე. ამის გამო ხელმძღვანელობა მასაც არაადამიანურად ეპყრობოდა.

ჰერბერტ სინიერი

მართალია, ჩვენს ძმებს ბოლომდე არ ესმოდათ ნეიტრალიტეტის საკითხი გასულ საუკუნეში, მაგრამ მათ მთელი გულით სურდათ ღვთის ნების შესრულება. ზემოთ მოყვანილი შემთხვევები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანმა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია ურთულესი „გამოცდის საათის“ დროსაც კი (გამოცხ. 3:10) (ჩვენი არქივიდან, ბრიტანეთი).

 

გაიგეთ მეტი

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?