არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2013

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

აღადგინეს იერუსალიმის ტაძარი ახ. წ. 70 წლის შემდეგ?

იესომ თქვა, რომ იეჰოვას ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ეს წინასწარმეტყველება ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელთა ჯარმა ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმი მიწასთან გაასწორა (მათ. 24:2). მოგვიანებით იმპერატორი იულიანე გეგმავდა ამ ტაძრის აღდგენას.

იულიანეს მოიხსენიებენ რომის უკანასკნელ წარმართ იმპერატორად. ის იყო კონსტანტინე დიდის ძმისშვილი. იულიანემ მიიღო ეგრეთ წოდებული ქრისტიანული განათლება. თუმცა მოგვიანებით ახ. წ. 361 წელს, როცა იმპერატორი გახდა, მან საჯაროდ უარყო როგორც ეს განათლება, ისე წაბილწული ქრისტიანობა და წარმართულ წეს-ჩვეულებებს მიჰყო ხელი. ისტორიულ წიგნებში იულიანე მოიხსენიება როგორც „განდგომილი“.

იულიანეს სძულდა ქრისტიანობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ 6 წლის ასაკში მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ დახოცეს ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებმა მამამისი და თავისი ნათესავები. საეკლესიო მწერლების თქმით, იულიანემ მოუწოდა იუდეველებს, აღედგინათ თავიანთი ტაძარი, რათა დაემტკიცებინა, რომ იესო ცრუ წინასწარმეტყველი იყო. *

იულიანე რომ ტაძრის აღდგენას გეგმავდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ისტორიკოსები იმაზე კამათობენ, დაიწყო თუ არა მან აღდგენითი სამუშაოები, და თუ დაიწყო, რამ შეუშალა ხელი მის დასრულებაში. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით. ორი წელიც არ იყო გასული იულიანეს იმპერატორად დანიშვნიდან, როცა ის მოკლეს და მისი გეგმაც მასთან ერთად ჩაჰბარდა ისტორიას.

სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა ტაძარი იესოს დროს

^ აბზ. 5 იესოს არ უთქვამს, რომ ტაძარი არასდროს არ აღდგებოდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ის დაინგრეოდა, რაც შესრულდა კიდეც ახ. წ. 70 წელს.